1. კოლუმბია
აქ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდია მსხვერპლი ქალების რიცხვი. 2015 წლის მონაცემებით, ქალზე ძალადობის 45 000 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც კოლუმბიას ქალებისთვის მსოფლიოში ყველაზე საშიშ ქვეყნად აქცევს.
2. ავღანეთი
ავღანელი ქალების 87%-ს განათლება

3. ინდოეთი
მოსახლეობის მიხედვით, ყველაზე მრავალრიცხოვანი ერია, თუმცა, აქ ქალების უფლებებზე არავინ ზრუნავს. ბოლო 30 წლის განმავლობაში, თითქმის 50 მლნ. გოგონას სიკვდილი ფიქსირდება.
4. კონგო
კვლევების მიხედვით, კონგოში გენდერული ძალადობის ყველაზე სასტიკი ისტორიებია. ყოველდღიურად 1150 ქალს აუპატიურებენ, რაც წელიწადში 420 000-ს უდრის. ფეხმძიმე ქალთა 57% ანემიითაა დაავადებული.

5. სომალი
ამ ქვეყანას არ აქვს კანონები. დიდია გაუპატიურების, დედებისა და გოგონათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
6. პაკისტანი
იძულებით ქორწინების, ქურდობის, მკვლელობის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რიცხვით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.
7. კენია
აქ აივ-ინფიცირებულ ქალთა რიცხვი საკმაოდ დიდია. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი ქალია, ისინი მაინც შემოსავლის მცირე ნაწილს იღებენ.

8. ბრაზილია
ამ ქვეყანაში ყოველ 15 წამში ქალი სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლი ხდება. ამის პარალელურად, აბორტის გაკეთებისთვის ქალს სამწლიანი პატიმრობა ემუქრება. სტატისტიკურად ყოველ ორ საათში ქალს კლავენ.
9. ეგვიპტე
აქ ნებისმიერ შემთხვევაში ქალის აზრი უგულებელყოფილია. სექსუალური შევიწროება იმდენად გავრცელებულია, შეიძლება მსხვერპლი სტუმარი ქალიც გახდეს.
10. მექსიკა
2011-2012 წლების მონაცემებით, მეხიკოში 4000 ქალი გაუჩინარდა.
მარიამ ელიაშვილი