28 მაისი, 2018
თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, მათი იგნორირება დაუშვებელია
სიზმარს შეუძლია ადამიანს ანიშნოს ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს და თუ რა მიმართულებით უნდა განაგრძოს ცხოვრება.

გაეცანით 10 სიზმარს, რომელთა უგულებელყოფა არასდროს შეიძლება:

1. ფრენა სიზმარში

Rating

ფრენა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა. სწორედ მისკენ ისწრაფით თქვენ. თუ სიზმარში ფრენისას ძირს ეცემით, თქვენ გარკვეული მოვლენების გადალახვა და პრობლემების გადაჭრა მოგიხდებათ.

2. ჩანჩქერი
თუ სიმზარში მშვენიერ ჩანჩქერთან დგახართ, ეს კარგის ნიშანია. ჩანჩქერი განწმენდის, პრობლემებისა და მავნე ჩვევებისგან განთავისუფლების სიმბოლოა.

3. კბილები
თუ სიზმარში კბილებს გიღებენ, ე.ი. ახლობელი ადამიანების დაკარგვის შიში გაქვთ. თუ კბილები გცვივათ - თქვენ დაბნეული ხართ, რაც მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით. გაფუჭებული კბილები იხილეთ? ჯანმრთელობის პრობლემები გელოდებათ. კბილის ნაცვლად სიცარიელე კი ცხოვრებისეული ენერგიის დაკარგვასა და ნაადრევ დაბერებაზე მიანიშნებს.

4. სიკვდილი
სიზმრად საკუთარი სიკვდილი იხილეთ? ე.ი. დიდხანს იცოცხლებთ. ახლო ადამიანის სიკვდილი ნახეთ? - ნუ შეგეშინდებათ, რადგან ამ ადამიანს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება ელის.

5. ფეხმძიმობა
სიზმარში ფეხმძიმედ იყავით? თქვენ სიმდიდრე, წარმატება, ოცნებების ასრულება გელით. ეს სიზმარი გეუბნებათ, რომ შესაძლოა მალე მართლაც დაფეხმძიმდეთ. სიზმარში ბავშვის მოშორებას აპირებდით? ეს ცხოვრების აზრის დაკარგვასა და საყვარელი ადამიანის მიმართ იმედგაცრუებას გიქადით.

6. სახლი
გარშემო ბევრი მოვლილი და მდიდრულად მოწყობილი სახლი - უზრუნველობისა და აყვავების სიმბოლოა. თუ ნახევრად დანგრეულ, უსახურ შენობებს ნახავთ - ოჯახსა და სამსახურში პრობლემები გელით, ასევე ავადმყოფობა და უბედური შემთხვევა.

7. ფული
სიზმრად ფული იხილეთ? მცირე ღელვა გელით, მაგრამ საბოლოოდ, ძალიან ბედნიერი იქნებით. იქნება ცვლილებები.
ფული დაკარგეთ? - ე.ი. სამსახურში უსიამოვნებები გელით.

8. ღალატი
სიზმრად ღალატი ყოველთვის ცვლილებებზე მიანიშნებს. დროა საკუთარ ცხოვრებას თვალი გადაავლოთ. ხართ კი სინამდვილეში ქორწინებაში ბედნიერი? იფიქრეთ, როგორ შეიძლება აქციოთ ის უფრო ბედნიერ და წარმატებულ ურთიერთობად.

9. ცეცხლი
სიზმარში ცეცხლის ნახვა კარგის ნიშანია. ის სითბოსა და სინათლის სიმბოლოა. ცეცხლს ანთებთ? თქვენ სასიამოვნო მოულოდნელობა გელით.
ცეცხლის ჩაქრობად ცდილობთ? - ძალიან რთული სამუშაო გაქვთ, სასურველ მიზანს მიაღწევთ, მაგრამ დიდი შრომა მოგიწევთ.

10. სიშიშვლე

Rating

სიშიშვლე დაუცველობის სიმბოლოა. როცა არაფერი გაცვიათ, თავს უსუსურად გრძნობთ, მოდუნება გიჭირთ. რაღაცას მალავთ და გეშინიათ, რომ სხვები თქვენს საიდუმლოს გაიგებენ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS