23 მაისი, 2018
5 რამ, რასაც სიკვდილის წინ ყველაზე ხშირად ნანობენ
ბრონი ვერი არის ქალბატონი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა საავადმყოფოში, რათა მომაკვდავი პაციენტებისთვის ტანჯვა შეემსუბუქებინა.

Rating

ბევრ მათგანს ის ეკითხებოდა, თუ რას ნანობდნენ ყველაზე მეტად სიკვდილის წინ.

საოცარია, მაგრამ უმრავლესობის სინანული ერთმანეთს ემთხვეოდა.

1. ვნანობ, რომ არ მყოფნიდა გამბედაობა ჩემთვის საჭირო ცხოვრებით მეცხოვრა და არა იმ ცხოვრებით, რომელსაც ჩემგან სხვები ელოდებოდნენ.
ეს კი ყველაზე გავრცელებული სინანულია - როცა ადამიანები აანალიზებენ, რომ მათი ცხოვრება თითქმის დასრულდა, უკან მოხედვისას კი უამრავი აუხდენელი ოცნება რჩებათ.

Rating

2. ვწუხვარ, რომ ამდენს ვმუშაობდი.
ეს
განცდა ყველა მამრობითი სქესის პაციენტს ჰქონდა, რომელთაც ვერი მკურნალობდა. მათ ენატრებოდათ ახალგაზრდობა და მათი ურთიერთობები.

3. ვწუხვარ, რომ გრძნობების გამოსახატად გამბედაობა არ მყოფნიდა.
ბევრი საკუთარ გრძნობებს მალავდა, რათა სხვებთან ურთიერთობები შეენარჩუნებინათ. საბოლოოდ კი, დაავადების გამოწვევის მიზეზი უმრავლეს შემთხვევაში სწორედ გრძნობების დამალვა და სინანულის განცდაა.

4. ვწუხვარ, რომ ჩემს მეგობრებთან ურთიერთობა არ შევინარჩუნე.
ხშირად ეს ადამიანები ვერ აცნობიერებდნენ ძველ მეგობრებთან ურთიერთობის სარგებელს, ვიდრე მათ სიკვდილამდე კვირები არ დარჩებოდათ. ზოგიერთი იმდენად იყო საკუთარი ცხოვრებით დაკავებული, რომ ვერც კი შენიშნა, მეგობრობა როგორ გამოეცალა ხელიდან.

Rating

5. ვნანობ, რომ თავს უფლება არ მივეცი უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი.
ბევრი ადამიანი სიკვდილამდე ვერ იაზრებს, რომ ბედნიერება მათივე არჩევანია. ისინი ჩვევებს ემორჩილებოდნენ. ცვლილებებისადმი შიშის გამო, საკუთარ თავს და სხვებს თავს აჩვენებდნენ, რომ ყველაფრით კმაყოფილები იყვნენ.

Rating

სიცოცხლე - არჩევანია.

ეს თქვენი პირადი ცხოვრებაა.

აირჩიეთ გააზრებულად, ბრძნულად, გულწრფელად.

აირჩიეთ ბედნიერება.

Rating
ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS