"კვირის პალიტრა" აქვეყნებს ვრცელ სტატიას მომხდარზე, რომელშიც საქმის მთავრი მოწმის მიერ მიცემული ჩვენებები ექსკლუზიურადაა გასაჯაროებული. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
თითოეულ დაკავებულს წაყენებული ბრალი 7-დან 14-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ყველაზე მძიმეა
23 წლის ბორის დარახველიძის
ბორის დარახველიძის წინააღმდეგ ჩვენება უცხოელმა ქალმა აზიტა ზაკერმა მისცა. მოწმე ამბობს, რომ სამი წელია, საქართველოში ჩამოვიდა, ქირით დიდ დიღომში ცხოვრობს და დედასთან ერთად ტურისტულ კომპანიაში მუშაობს. "ბასიანში" დადის,
სადაც, მისი თქმით, ბორის დარახველიძე გაიცნო. ის 22 მარტს, ქავთარაძეზე მდებარე "გუდვილთან" შემთხვევით შეხვდა დარახველიძეს და უთხრა, რომ მეორე დღეს აპირებდა "ბასიანში" მისვლას. ბორისმა უთხრა, რომ "ექსტაზის" 5 აბი 700 ლარად ჰქონდა და თუ სურდა, "ბასიანში" მიუტანდა. ზაკერის თქმით, მას არ სურდა დანაშაულის ჩადენა, ამიტომ ეს პოლიციაში განაცხადა. საქმის მასალების მიხედვით, სამართალდამცავებმა აზიტას გადასცეს დარახველიძისთვის გადასაცემი თანხა. გაკეთდა სამი საკონტროლო შესყიდვა, პირველი - 23 მარტს. ზაკერმა ბორისს დაურეკა და ნარკოტიკი სთხოვა, მერე "ბასიანში" შეხვდა, სადაც დარახველიძემ 5 აბი "ექსტაზი" გადასცა. ეს და კიდევ ორი ფაქტი აღბეჭდილია ფირზე.
განაგრძეთ კითხვა: