16 მაისი, 2018
"ბავშვები ერთმანეთს აძლევდნენ დავალებებს" - თბილისის პრესტიჟული სკოლის მოსწავლეები სავარაუდოდ სახიფათო ინტერნეტ-თამაშში ჩართულები აღმოჩდნენ
რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ თბილისში ახალი მომაკვდინებელი ინტერნეტ-თამაში „ჩარლი“ გამოჩნდა და მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
როგორც ჩანს, პრობლემა უფრო აქტუალურია და „ჩარლი“ ბავშვებში ელვისებური სისწრაფით გავრცელდა. ამასთან დაკავშირებით დღეს, თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის ადმინისტრაციამ რეკომენდაციები გამოაქვეყნა და მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„რეკომენდაციები, რომელთაც ახლა გაწვდით უმნიშვნელოვანესი და პრაქტიკულად სავალდებულოა თითოეული თქვენგანისთვის, რათა მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ბავშვების უსაფრთხოება.

ქვეყანაში გავრცელდა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი ახალი მანიპულაციური თამაში “ჩარლი“,
რომელიც ადრე გავრცელებული „ლურჯი ვეშაპის“ ანალოგია. თამაშის ფარგლებში მოსწავლეები იღებენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს მაგ.: გააფუჭონ დედის საყვარელი ნივთი, მოატანინონ, ან მიუტანონ მეგობარს სხვადასხვა ნივთები და ა.შ. მიცემული დავალებები ეტაპობრივად რთულდება და საბოლოო ჯამში ფატალურ შედეგამდე მივყავართ.

აქტივობა შენიღბულია კომპიუტერული/ტელეფონის თამაშის სახით და მასში ჩართვისაგან დაზღვეული არავინ არის“ - ვკითხულობთ ადმინისტრაციის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.

„რეიტინგი“ სკოლის ადმინისტრაციას დაუკავშირდა.

- რატომ გახდა საჭირო რეკომენდაციების და ინფორმაციის გავრცელება, რა წინაპირობა ჰქონდა ამას?
- ამ რეკომენდაციების გავრცელებას სერიოზული წინაპირობა ჰქონდა, შევნიშნეთ, რომ ბავშვები ერთმანეთს აძლევდნენ სხვადასხვა სახის დავალებებს, პატარებს ესაუბრა ფსიქოლოგი, მათ ყველაფერი ბავშვურად ახსნეს. სანამ ამ ინტერნეტ-თამაშის „ჩარლის“ გამო სავალალო და სერიოზული შედეგი დადგება, საჭიროდ ჩავთვალეთ დროულად გამოგვექვეყნებინა რეკომენდაციები, სერიოზული საფრთხე უნდა ავირიდოთ.

- ბევრი ბავშვი თამაშობს?

- რამდენიმე ბავშვი აძლევდა ერთმანეთს დავალებებს. ზუსტად რა დავალებები იყო ასე ვერ გეტყვით, რადგან სხვადასხვა დავალებები ჰქოდნათ.

იხილეთ რეკომენდაციები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS