ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 244-მა ქალმა. კვლევის ავტორები ქალებს სთხოვდნენ, ბოლო 6 თვის მიხედვით, მათი კვების რაციონი შეევსოთ. შემდგომ კი ქალის რაციონი MedDiet-ის მაჩვენებლით ფასდებოდა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის დიეტასთან სიახლოვეს აფიქსირებს.

მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოს იდგა მათი რაციონი ხმელთაშუა ზღვის დიეტასთან. იმ ჯგუფში, სადაც ყველაზე მაღალი
ხმელთაშუა ზღვის დიეტა შეიცავს დიდი რაოდენობით ბოსტნეულს, ხილს, თხილს, პარკოსნებს, არარაფინირებულ ზეითუნის ზეთსა და თევზს. ეს რაციონი თითქმის სრულიად გამორიცხავს ცხიმებით გაჯერებულ პროდუქტებს, რძის პროდუქტებს, ხორცსა და ჩიტს. არც თუ ისე იშვიათად ხმელთაშუა ზღვის დიეტაში ზომიერი დოზით დასაშვებია ღვინის მიღება.

ანა გარელი