11 მაისი, 2018
ამერიკულმა ბრენდა გამოუშვა "შიშველი" ჯინსები მათთვის, ვისაც ძალიან ცხელა
როგორც გამომცემლობა The Mirror-ი გვამცნობს, ცოტა ხნის წინ ამერიკულმა ბრენდმა Carmar-მა გამოუშვა ე.წ. „შიშველი“ ჯინსები.
რთულია, ამ სამოსს შარვალი ვუწოდოთ, რადგან მისი ჩაცმისას ფეხები სრულიად შიშველი რჩება.

მოდელი უკვე გაყიდვაშია და მისი ფასი 168 დოლარია.

Rating
კომპანიის ახალმა დიზაინმა სოც. ქსელის მომხმარებლებში დებატების ტალღა ააგორა.

„გთხოვთ, მითხარით, რომ ეს ხუმრობაა და ადამიანები ამაში 168 დოლარს არ გადაიხდიან“, - დაწერა ერთ-ერთმა კომენტატორმა.

Twitter-ის მომხმარებელი ნიკით Logistics Chick კი გვთავაზობს, არ დავხარჯოთ ფული მოდურ ჯინსებზე და დავამზადოთ ის
საკუთარი ხელით, ფოტოზე მოცემული მამაკაცის მსგავსად.

Rating

Carmar-ი ერთადერთი ბრენდი არ არის, რომელიც „შიშველ“ სამოსს ტრენდულს ხდის. 2018-2019 წლების შემოდგომა-ზამთრის ჩვენებებზე ბრენდებმა Helmut Lang, Philipp Plein და The Blonds უკვე წარმოადგინეს კაბები, ტოპები, საცურაო კოსტიუმები და ბოდეები, რომლებიც სრულიად გახსნილია ან მინიმალურად ფარავს მკერდსა და დუნდულებს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS