10 მაისი, 2018
როგორ შევარჩიოთ ქმარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგმა ვერა ხუბელაშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრა. მან აქცენტი გააკეთა იმაზეც, თუ რას უნდა ველოდოთ მამაკაცისგან, რომელიც უკვე ოფიციალურადაა ჩვენი მეუღლე.
ალბათ ყველა ჩვენგანს უფიქრია, რომელ ზოდიაქოს ნიშანს უფრო უკეთ შეეწყობოდა. ხასიათი ხომ უაღრესად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი რამაა მაშინ, როცა ურთიერთობას ვიწყებთ.


ვერძი - ერთ-ერთი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ქორწინების შემდეგ ხასიათს და ქცევებს ფაქტობრივად არ იცვლის. ხშირ შემთხვევაში, როგორიც მანამდე იყო, იგივე პიროვნებად რჩება.
გახსოვდეთ, არ შეიქმნათ იმის ილუზია, რომ ვერძი რომელიმე საკითხთან
მიმართებაში გამოსწორდება. მისთვის ქორწინების მოწმობაზე ბეჭედი მხოლოდ ფორმალობა შეიძლება იყოს. მას ძალიან უყვარს მბრძანებლობა და მითითებები. თქვენ შეგიძლიათ თავად დააკვირდეთ ნაცნობ წყვილებს, რომელშიც ვერძიც არის. შეიცვალა ვერძი? რა თქმა უნდა, არა. თუ მსგავსი წყვილი ახლოს არ გეგულებათ, მაშინ ცნობილი ადამიანების მაგალითზე შეგიძლიათ იმსჯელოთ. სხვანაირი გახდა ის? თუ თქვენ იშვიათი გამონაკლისი აღმოაჩინეთ, ეს ძალიან საინტერესო იქნება. რა რჩევა უნდა მივცე მათ, ვინც გადაწყვიტა, რომ ცხოვრება ვერძს დაუკავშიროს? პირველ რიგში, ვერძს შეუქმენით თავისი პირადი სივრცე. აუცილებელია ჰქონდეს სამუშაო ადგილი, დაკავებული იყოს საყვარელი საქმით და შეეძლოს დასვენება.

Rating

კურო - ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული პარტნიორი. იგი საიმედოა და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მივიდეს საქმე ურთიერთობის დასრულებამდე. კუროს მიზეზების არსებობა უბიძგებს იმისკენ, რომ ურთიერთობაში დროებით პაუზა აიღოს. თუ მსგავსი სიტუაციის მომსწრე ხართ, შეგიძლიათ, კომენტარის სახით გაგვიზიაროთ.
კურო მამაკაცი ზოგჯერ არაერთგვაროვანია, ამიტომ მისი დაკმაყოფილება რთულია. თუ მას არ სჭირდებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რაიმე სახის დათმობაზე წავიდეს. კუროსთვის უმნიშვნელოვანესია კომფორტი - მისთვის ეს ოჯახურ კეთილდღეობასაც უკავშირდება. კურო მამაკაცისთვის ბავშვებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უდიდესი სიხარულია მის ცხოვრებაში. ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული კაცები მზრუნველი, მოსიყვარულე, ალერსიანი მშობლები არიან. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS