09 მაისი, 2018
ვინ აშენებს ავანგარდულ სახლს წავკისში, რომელსაც, სავარაუდოდ, ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი ექნება (+ფოტო)
თბილისის შემოგარენში, სოფელ წავკისში შენდება ავანგარდული, თანამედროვე სტილის სახლი, რომელსაც, სავარაუდოდ, სახურავზე ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილიც ექნება.

დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლი შენდება. საბოლოო სამშენებლო ნებართვა გაცემულია მიმდინარე წლის აპრილში. პროექტირება ესპანეთში დარეგისტრირებულ საინჟინრო კომპანიას IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT-ს ეკუთვნის.


ამავე მონაცემების მიხედვით, სახლის დიზაინმა პროექტირების მსვლელობისას გარკვეული ცვლილებები განიცადა, რაც კლიენტის მოთხოვნით იყო განპირობებული. საცხოვრებელი სახლი 1 ჰექტარსა და 3807 მეტრ ტერიტორიაზე აშენდება და სამსართულიანი
იქნება. მთავარი შენობის გვერდით სამი სახლი განთავსდება. ამასთან ერთად, სახლთან იქნება სპორტული მოედანი, ტერასები, ბაღი, ხეხილი, ავტოსადგომი, ბარბეკიუ, მომსახურე პერსონალის სახლი და ა.შ.



„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, შენობის სახურავზე, სავარაუდოდ, ვერტმფრენის დასაჯდომი განთავსდება, თუმცა, სამშენებლო ნებართვაში აღნიშნული პუნქტი მითითებული არ არის. ჩვენივე ინფორმაციით, მშენებლობა უკვე დაწყებულია. განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS