ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ინაუგურაციაზე საპრეზიდენტო ფიცი დადო, რის შემდეგაც რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
პრეზიდენტი საზეიმო ცერემონიალზე რუსეთში წარმოებული ლიმუზინით Aurus-ით მივიდა, სახელმწიფო ნომრით - в776ус 77. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, მანქანის სიგრძე 6.62 მეტრია, სიგანე - 2 მეტრი.
განაგრძეთ კითხვა: