პროკურორმა – განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულისთვის 1 წელი და 5 თვე ციხეო, მერე ადვოკატმა დაიცვა და ბოლოს ქართველი პატიმარიც ასაუბრეს: ეს მქვია, ამ დროს დავიბადე, ეს სკოლა დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, მერე სამშობიაროში ვიმუშავე ექიმად, მერე სამსახური დავკარგე, ორი
მერე პაუზა, მოსამართლე აჯამემდა მონაცემებს და ბოლოს თქვა, თქვენ რომ გერმანიში დაბადებულიყავით, ალბათ, შეიძლება რომელიმე საავადმყოფოში მთავარ ექიმად გემუშავათო, რადგან სამწუხაროდ, საქართველოში საშუალება ვერ იპოვეთ, ავადმყოფი შვილისთვის მიგეხედათ, ევროპაში ფოსტალიონობა გადაწყვიტეთო, ეს სასოწარკვეთილი ადამიანის საქციელიაო.. და ბოლოს თქვა – თქვენს ადგილზე მეც ასე მოვიქცეოდიო!!! პატიმარი ტიროდა, ყველამ თავი ჩახარა, მე სანამ ქვითინს ავტეხდი, სასწრაფოდ დავტოვე დარბაზი…”
(ფოტოზე ხათუნა გეგეჭკორი)