"ძალიან არ მინდა ამ სიტყვების დაწერა. იმიტომ რომ ცრემლიც და სისხლიც ერთნაირად მაქვს გამშრალი. გუშინწინ ჩემი ბავშვობის მეგობარი მოკლეს - ბესო ომიაძე.
სენტიმენტები მძულს. დარდიც მარტო მირჩევნია და ამ სიტყვების წასაკითხად არ მოგაცდენდით, რომ არა ერთი გარემოება - გუშინდელის მერე ბესო რამდენჯერმე მოკლეს. იმდენჯერ, რამდენჯერაც ამა თუ იმ ტელევიზიაში თუ ვებზე სიუჟეტი გავიდა. ცალმხრივად მომზადებული სიუჟეტი, სადაც მეორე მხარეს ექსკლუზიურად და ცალსახად აქვს საშუალება მიცემული, ყოველგვარი
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წელი ბესო ომიაძე თავის ოჯახში, თავის ოთხ შვილთან ერთად ამ სიუჟეტებში გამოსული ცილისმწმებელი ქალბატონის სამ შვილსაც ზრდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი წელი ბესო ომიაძის ოჯახს და მათ შვიდ შვილს ამ ქალბატონისგან სტრესის, შეურაცჰყოფის და ინტრიგების მეტი არაფერი ახსოვს.
ამ მკვლელობის წინაპირობის დეტალებს აღარ განვავრცობ - არ მინდა მავანის უმსგავსობის მყრალი სუნით შეგაწუხოთ... და მე გულწრფელად არ ვიცი რა გავაკეთო - ყველა მედიას ჩამოვუარო და სათითაოდ მოვუყვე როგორ ზრდიდა ბესო ერეკლეს, თევდორეს, თეკლეს და თორნიკეს? როგორი ურთერთობა ჰქონდა მეუღლესთან? თორმეტი წლიდან დაობლებულმა, უმცროსი ძმა მარტომ როგორ გაზარდა? ან რა მოხდა მკვლელობის წინა ღამეს, ჰქონდა თუ არა წინაპირობა ბესოს ამ სოფელში ჩასვლას?
ჩემო კოლეგებო - მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო... მართლა არ ვიცი რა ვქნა იმისთვის, რომ ჩემი მეგობრის მკვლელობა მისი მკვლელობის შემდეგაც უსასრულოდ არ გაგრძელდეს..."