04 მაისი, 2018
როგორ უნდა გამოიყურებოდეთ 40 წლის ასაკში 20 წლის გოგოსავით - იაპონელი ქალების სილამაზის 7 საიდუმლო
დღესდღეობით იაპონიას სიცოცხლის ხანგრძლივობით მსოფლიოში მეორე ადგილი უჭირავს: იაპონელები საშუალოდ 83,5 წელს ცოცხლობენ. გასაოცარია, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს ეს ციფრი გაცილებით დაბალი იყო - იაპონელები 40-50 წელზე მეტხანს არ ცოცხლობდნენ, მეტიც 40 წლის შემდეგ ქალებიც და მამაკაცებიც ღრმა მოხუცებულებივით გამოიყურებოდნენ. ამომავალი მზის ქვეყნის თანამედროვე მოქალაქეები კი გაცილებით დიდხანს ცოცხლობენ და ამასთან, შესანიშნავად გამოიყურებიან. მარადიულად ახალგაზრდა და საოცრად მოხდენილ იაპონელ ქალებზე კი ლეგენდები დადის.

როგორ ახერხებენ იაპონელი ქალები 40 წლის ასაკში გამოიყურებდნენ, როგორც 20 წლის გოგონები?

ჩვენს სტატიაში გაეცნობით იაპონელი ქალების სილამაზის 7 საიდუმლოს:

საიდუმლო N 1: იაპონელების რაციონს ძირითადად ბოსტნეული და მარცვლეული შეადგენს
Rating
ჭარბწონიანი იაპონელი ქალი ოდესმე გინახავთ? ალბათ არა. ყველას, ვინც იაპონიას სტუმრობს, აოცებს ის ფაქტი, რომ ისინი ჭამენ ბევრს, თუმცა, წონაში არ იმატებენ. პირველ რიგში, ეს განსაკუთრებულ რაციონს უკავშირდება. იაპონელების მენიუში ბევრი სეზონური საკვებია, თევზი, ზღვის პროდუქტები, მარცვლეული - ძირითადად უმაღლესი ხარისხის ბრინჯი.

საიდუმლო N 2: სწორად კვების ფილოსოფიას იაპონელები შვილებს მცირე ასაკიდან ასწავლიან
Rating
როგორც კი ბავშვი ბაღში ან სკოლაში ხვდება, მას ნატურალურ საკვებს აჩვევენ. დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ ბავშვმა ყველაფერი მიირთვას. მეტიც, სკოლის მოსწავლის მშობლები დიეტოლოგისგან ყოველთვიურად იღებენ კვების ცხრილს, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი, რომელი პროდუქტები, რა რაოდენობით უნდა მიიღოს.

საიდუმლო N 3: იაპონელები სპეციალურ დანამატს იღებენ
Rating
ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ქვეყნის მოქალაქეების 90% იღებს. ყველა დანამატი უსაფრთხოების მკაცრ შემოწმებას გადის. ამასთან, დაშვებულია არა მხოლოდ პრეპარატების მიღება კურსის ჩასატარებლად, არამედ თხევადი კომპლექსები, რომელთა ერთჯერადი მიღება სწრაფად აღდგენისთვის საკმარისია.

საიდუმლო N 4: იაპონელები კანს წლის ნებისმიერ დროს მზისგან იცავენ
Rating
მაშინ, როცა ჩვენ მთელი ძალებით ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად გარუჯვას, იაპონელი გოგონები მზეს გაურბიან. არც ერთი იაპონელი ქუჩაში ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალების გარეშე არ გავა. SPF-ის კრემი წვიმიან დღესაც კი თან აქვთ.

საიდუმლო N 5: იაპონელი ქალებისთვის კანის მოვლა რიტუალია
Rating
იაპონური ფილოსოფიის თანახმად, სხეული დროებითი გამოყენებისთვის მოგვეცა, ამიტომ მას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვექცეთ. სწორედ ამიტომაა იაპონელი ქალებისთვის კანის მოვლა ნამდვილი რიტუალი - მნიშვნელოვანი ეტაპი კი მრავალსაფეხურიანი წმენდაა. გელის გამოყენებით, კანის ზედაპირს შორდება ჭუჭყი და მაკიაჟი, შემდეგ სახეზე გადანაწილდება საპნის ქაფი, რაც რბილად, მაგრამ საკმაოდ ღრმად წმენდს კანს. შემდეგ ეტაპზე კანზე ისვამენ შრატს. კანის მოვლა სრულდება გელით, რძით ან კრემით, რომელსაც გელის სტრუქტურა აქვს. გარდა ამისა, იპონელ ქალებს ძალიან უყვართ წაუშლელი ნიღბები, რომელიც სახეზე რჩება ღამით და კანზე 10-12 სთ-ს მოქმედებს.

საიდუმლო N 6: იაპონელები მხოლოდ ნატურალური ინგრედიენეტების შემცველ კოსმეტიკას იყენებენ
Rating
იაპონური კოსმეტიკა კონსერვანტებს პრაქტიკულად არ შეიცავს. თუმცა, მიუხედავად ყოველგვარ ნატურალურთან ამდენად ნაზი დამოკიდებულებისა, იაპონელი ქალი კიტრისა და მარწყვის სახის ნიღბებს არ გაიკეთებს. მსგავს „ხალხურ“ რეცეპტებს იაპონელი გოგონები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, რამდენადაც არ იციან, რამდენ პესტიციდებს, ჰორმონებსა და სხვა ქიმიას შეიცავენ.

საიდუმლო N 7: იაპონელები ესთეთიკურ პროცედურებს გონივრულად უდგებიან
Rating
პილინგს, ინექციებს, ლაზერულ ზემოქმედებასა და პლასტიკურ ქირურგიას იაპონელი ქალები საკმაოდ უარყოფითად უდგებიან. პირველ რიგში, ეს ძვირია. მეორეც - იაპონელები მსგავს მეთოდებს ორგანიზმისთვის ზედმეტად აგრესიულად მიიჩნევენ. იაპონურ კოსმეტოლოგიურ კაბინეტებში ყველაზე გავრცელებული პროცედურა მასაჟია.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS