დაჭრილი ძმების დედის, რუსუდან ბუზიაშვილის განცხადებით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ
ნინო ამყოლაძემ ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან განაცხდა: "ჩემი მაზლი ვერ ეგუებოდა ჩემს გადაწყვეტილებას, ის მემუქრებოდა პირველი ოჯახის დანგრევისა და მეორედ გათხოვების გამო, ქმარი პირიქით მეუბნებოდა, წადი იყავი ბედნიერიო.
მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც 7-დან 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რა მოხდა ხაშურში, ამის შესახებ საუბრობს დაზარალებულების მეზობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:
- გვიანი იყო უკვე, როცა საშინელი კივილი ატყდა. ოჯახში დასახმარებლად შესულ მეზობლებს საზარელი სურათი დახვდათ, ჩვენთვის უცნობი მამაკაცი ყელგამოჭრილი იწვა, ბუზიაშვილების ორი ვაჟი, ლევანი და შალვა კი სისხლისგან იცლებოდნენ. როგორც ოჯახის წევრები ჰყვებიან, მათ თავს 4 ადამიანი დაესხა, მათგან ერთ-ერთი მათი რძლის ყოფილი მაზლია... განაგრძეთ კითხვა