01 თებერვალი, 2014
მსოფლიოს სექსუალური რეკორდები - ყველაზე დიდი, ყველაზე ხანგრძლივი...
აუქციონის გამარჯვებულის მიერ შეთავაზებული თანხა 3,8 მლნ დოლარი იყო, თუმცა გოგონა ამ თანხამ არ დააკმაყოფილა და უარი თქვა პირობის შესრულებაზე დღევანდელ საზოგადოებაში ცხოვრების ნებისმიერ სფეროში დამყარებულ რეკორდს, არა მხოლოდ სპორტში, მსოფლიო პოპულარობა მოაქვს ადამიანებისთვის. ყველაზე უაზრო რეკორდების დასაფიქსირებლად ჯერ კიდევ 60 წლის წინ გაიხსნა გინესის რეკორდების წიგნი, ჰოდა, ხალხსაც მიეცა ასპარეზი. ბევრს იმისაც არ რცხვენია, თავისი ინტიმური მიღწევების დემონსტრირება მოახდინოს, რომ ამით მოიხვეჭოს სახელი. საინტერესოა, რით გააოცეს მსოფლიო ამ „სფეროში“?

• ყველაზე ხანგრძლივი ეაკულაციის რეკორდი გერმანელ
ჰორსტ შულცს ეკუთვნის. მისი სათესლე სითხის „გასროლის“ სიგრძე, სიმაღლე და „ფრენის სიჩქარე“ ფენომენური ყოფილა: 5,71 მეტრი სიგრძით, 3,76 მეტრი სიმაღლით და 69 კმ/სთ.

• ყველაზე ახალგაზრდა დედა 1939 წელს „გამოვლინდა“ - პერუელმა გოგონამ ლინა მედინამ 5 წლისამ იმშობიარა. გოგონას მუცელი უცნაურად გაეზარდა და საავადმყოფოში მიყვანისას აღმოჩნდა, რომ შვიდი თვის ორსული იყო. მამის ვინაობა დღემდე უცნობია - გოგონას მამის მიმართ ეჭვები არ დადასტურდა, თვითონ ბავშვმა კი არ დაასახელა.

• ყველაზე მეტი ორგაზმის რეკორდის მფლობელი კალიფორნიელმა ექიმებმა-სექსოლოგებმა მერილინ ფიტიანმა და უილიამ ჰარტმანმა გამოკითხვის მეთოდით დაადგინეს. სახელი არ გაუცხადებიათ (ბევრი ვარაუდობს, რომ რეკორდის ავტორი თავად ექსპერტები არიან), თუმცა მათი მონაცემებით, ქალის რეკორდი საათში 134 ორგაზმს შეადგენს, მამაკაცისა კი - 16-ს. რაც შეეხება ხანგრძლივობას, ყველაზე ხანგრძლივი ორგაზმი 43 წამს გაგრძელდა.

• ყველაზე მეტი სექსუალური პარტნიორის რეკორდი 2004 წელს დამყარდა ერთ-ერთ პორნოფესტივალზე. ვინმე ლიზა სპარქსმა რამდენიმე დღის განმავლობაში მოასწრო და 919 კლიენტს „მოემსახურა“.

• მასობრივი კასტრაციის რეკორდის კვალი კი შორეულ წარსულში მიდის. ისტორიკოსების ცნობით, ჩვენს ერამდე 1300 წელს ეგვიპტელებმა ლიბიაზე გამარჯვების აღსანიშნავად, ნადავლის სახით შინ ჩამოიტანოს დამარცხებული მტრებისთვის მოჭრილი 13200 პენისი. ამ რაოდენობის „ორგანოები“ საკმარისი აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დიდი ზომის საშინელი მონუმენტი აეგოთ.

• მსოფლიოში ყველაზე დიდი პენისის მფლობელი დღესდღეობით 40 წლის მსახიობი და შოუმენი ჯონ კარდელი ფალკონია. მისი სასქესო ორგანოს ზომა, ერეგირებულ მდგომარეობაში, 34 სანტიმეტრია.

• ყველაზე დიდი ორგია კი იაპონიაში გაიმართა. ამ ქვეყანაში მეტად პოპულარულია ჯგუფური სექსი. ამ გარყვნილ ქმედებაში 250-მა წყვილმა მიიღო მონაწილეობა და ფოტო და ვიდეოგადაღებებზე გადარეულმა იაპონელებმა ეს ყველაფერი ფირზეც აღბეჭდეს.

• სექსში მოთხოვილი ყველაზე დიდი საფასური ერთ-ერთ ინტერნეტაუქციონს ეკუთვნის - ლოტად გამოტანილი იყო ვინმე ნატალი დილანის ქალიშვილობა. 22 წლის გოგონა ქალიშვილობის სანაცვლოდ ითხოვდა თანხას. აუქციონის გამარჯვებულის მიერ შეთავაზებული თანხა 3,8 მლნ დოლარი იყო, თუმცა გოგონა ამ თანხამ არ დააკმაყოფილა და უარი თქვა პირობის შესრულებაზე. შესაბამისად, „გამარჯვებულსაც“ მიეცა საშუალება, ამხელა ფულის ასე უაზროდ დახარჯვა თავიდან აეცილებინა.

• პირველი პრეზერვატივი ნახსენებია ერთ-ერთ ძველ ეგვიპტურ ნახატზე. მასში ახსენებენ პრეზერვატივს, რომელიც თხის ნაწლავისგან არის დამზადებული, ჩვენს ერამდე 1350-1200 წლებში.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ამას დიდი არ ჰქვია:)
ეს ტიპი ნეტა როგორ ცხოვრობს ამხელათი? და ნეტა უხარია, რომ ამხელა აქვს?
14:49 / 05-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS