02 მაისი, 2018
რა მიმართვას ავრცელებს დედა, რომლის შვილიც "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა
ნანა ბერძენიშვილის ერთადერთი ქალიშვილი, 13 წლის ელენე 9 თვის წინ გახმაურებულ ონლაინ თამაშს "ლურჯ ვეშაპს" ემსხვერპლა - გოგონა მე-13 სართულიდან გადმოხტა. 

სასოწარკვეთილი დედა იბრძვის, რომ ყველა მშობელი გააფრთხილოს ონლაინ-საფრთხეებზე, გადაარჩინოს სხვა მოზარდები მსგავსი საბედისწერო შემთხვევებისა და უფრო მეტიც - სიკვდილისგან.

სამწუხაროდ, მშობლები, რომლებიც ეჭვობენ, რომ ბავშვი ჩართულია ამ თამაშში, როგორც წესი, სამართალდამცველებს არ მიმართავენ. ისინი ბავშვთან მოლაპარაკების გზით ცდილობენ მოაგვარონ ეს პრობლემა. ურო მეტად ის მშობლები მიმართავენ,
რომელთა შვილებიც უკვე ემსხვერპლნენ "ლურჯ ვეშაპს". სისხლის სამართლის
საქმეებია აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება თვითმკვლელობის მცდელობის მუხლით.

- თქვენ შემთხვევაშიც არის საქმე აღძრული. ამ ეტაპისთვის, თუ აქვს გამოძიებას რამე კონკრეტრული შედეგი?

- ამ წუთისთვის რამე კონკრეტული შედეგი არ არის. 9 თვეა გასული. ველოდები გამოძიების დასრულებას. რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თამამად ვიტყვი, რომ სირაქლემის პოზიციაში არიან და არანაირი საინფორმაციო კამპანია არ უწარმობიათ ამ თემაზე, მსჯელობის დონეზეც კი.


- მშობელმა და ბავშვმა, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, როგორ უნდა დაიცვან თავი, ვის უნდა მიმართონ?
- სამწუხაროდ, საქართველოში, მე რამდენადაც მომეპოვება ინფორმაცია, ბავშვის დაცვის თვალსაზრისით, ან ცხელი ხაზი, ან განათლების სამინისტროს რომ ჰქონდეს რამე პროგრამა, ასეთი არ არსებობს. არის რაღაც ფრაგმენტული პროგრამები არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ - ინტერნეტ უსაფრთხოებაზე, თუმცა, კონკრეტულად ამ თამაშისგან როგორ უნდა დავიცვათ თავი, მსგავს რამეს ვერსად წავაწყდი განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS