როგორც კი დათბება, თქვენში სიახლეების სურვილი გამძაფრდება. თქვენთვის ეს თვე მდიდარი იქნება საინტერესო beauty-შენაძენებით.
კურო
ყურადღებით მოეკიდეთ სამუშაო დავალებებს და ნუ დაეყრდნობით კოლეგებს. დღესასწაულების ორგანიზება თქვენს მამაკაცს დაავალეთ მაშინაც კი, თუ ყველაფრის დამოუკიდებლად კეთებას ხართ მიჩვეული. უფლება მიეცით, გამოავლინოს მზრუნველობა, თავი ძლიერ და დამოუკიდებელ კაცად იგრძნოს - ასე დაუვიწყარი არდადეგები გელით.
ტყუპი
მაისი შესანიშნავი დროა, მეტი ყურადღება დაუთმოთ ჯანმრთელობას. მთავარია, არ მიეცეთ უკიდურესობას - სპორტ
კირჩხიბი
კინოჩვენებები, ვახშმები - მოსაწვევები ყველა მხრიდან გელით და თქვენი რჩეული ყველგან თქვენთანაა. კამათი თავიდან რომ აიცილოთ, ყურადღება დაუთმეთ მის სურვილებსაც.
ლომი
ამჯერად, თქვენ გახსნილი ხართ ახალი თავგადასავლებისთვის, მზად ხართ სწავლისა და ჰორიზონტის გაფართოებისთვის. შესაძლოა, სწორედ მაისში შეიცვალოთ სამსახური და ძველი გატაცება ახალ ბიზნესად აქციოთ. წინ - ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.
ქალწული
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია კონფლიქტი. მისგან თავის დაღწევაში თანადგომა და ახლო მეგობრების მონაწილეობა დაგეხმარებათ. მათთან ერთად გაატარეთ დღესასწაულები, ასე კარგი განწყობა გარანტირებული გაქვთ.
სასწორი
კარგად დაფიქრდით, ვიდრე ახალ პროექტს ჩაეჭიდებით. დაწყებულის დასრულება მარტივი არ იქნება. სამუშაოს ნაცვლად, დაკავდით საკუთარი თავით: ფლორისტიკის კურსები ან ახალი უცხო ენის შესწავლა მეტ სიამოვნებას მოგიტანთ.
მორიელი
მეგობრები ევროპაში შოპინგზე გეპატიჟებიან, მშობლები კი მათთან გიწვევენ ახალი გრილის გამოსაცდელად. გაერთეთ და ისიამოვნეთ - ძალა და ენერგია ყველაფრისთვის გეყოფათ.
მშვილდოსანი
სამსახური მეორე პლანზე გადადის, სანაცვლოდ კი პირადი ცხოვრება გაზაფხულის მზეზე ყვავის: რომანტიკული ვახშამი, სპონტანური მოგზაურობა და ერთობლივი სიამოვნება სპა-სალონში. თქვენი მამაკაცი მზადაა ყველაფერს გაუძლოს, რათა თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინოს.
თხის რქა
თვის მეორე ნახევარში ვარსკვლავები შეხვედრას გიმზადებენ, რაც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. სიყვარული მოულოდნელად გეწვევათ, ამიტომ იყავით მზადყოფნაში. შოპინგის დროს გამოიჩინეთ გონიერება - მაისში ნივთები შესაძლოა, მალე მოგბეზრდეთ.
მერწყული
ნებისმიერ სამსახურს აზარტულად უდგებით და მარტივად აღწევთ წარმატებას. კოლეგები და პარტნიორები თქვენით აღფრთოვანებულები არიან. პირადი ცხოვრებისთვის დრო არ გრჩებათ, მაგრამ ამისთვის ნუ იღელვებთ: თქვენს გვერდით ასეთივე შრომისმოყვარეა.
თევზები
მაისის დღესასწაულები უკვე დიდი ხანია დაგეგმილია. დიდი ხნის ნანატრი მოგზაურობა უკვე ჰორიზონტზეა. მთავარია, მოერიდოთ კამათს, რადგან ეს შესაძლოა, სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს.
ანა გარელი