მისი რჩევაა, არ გახვიდეთ პენსიაზე და თუ გახვალთ, მხოლოდ 65 წლის შემდეგ.
გთავაზობთ ჰინოჰარის რჩევებს

1. ნაკლები იფიქრეთ ჯანსაღ კვებასა და ძილზე, უმჯობესია გაერთოთ.
2. თუ გსურთ დიდხანს იცოცხლოთ, განთავისუფლდით ზედმეტი წონისგან.
„საუზმეზე ვსვამ ყავას, ჭიქა რძეს და ფორთოხლის წვენს ერთი კოვზი ზეითუნის ზეთის დამატებით. ზეითუნის ზეთი სასარგებლოა არტერიისთვის და
სადილად მაქვს რძე და ორცხობილა ან არაფერი, თუ ძალიან დაკავებული ვარ. შიმშილის განცდა არასდროს მაქვს, რადგან თავს სამსახურს ვუძღვნი.
ვახშმად - ბოსტნეული, თევზი ბრინჯით და კვირაში ორჯერ 100 გრ უცხიმო ხორცი“.
3. საჭირო არ არის ბრმად მიჰყვეთ ექიმის მითითებებს
„მე ვფიქრობ მუსიკა და ცხოველები თერაპიის თვალსაზრისით იმაზე უკეთ ეხმარება ადამიანს, ვიდრე ექიმების უმრავლესობა ფიქრობს“.

4. ტკივილს რომ გაუმკლავდეთ, გაერთეთ
„ტკივილი გამოცანაა, გართობა კი მის დასავიწყებლად საუკეთესო საშუალება. თუ ბავშვს კბილი სტკივა და თქვენ მასთან დაიწყებთ თამაშს, მას ტკივილი მაშინვე დაავიწყდება.
საავადმყოფო პაციენტის ძირითად მოთხოვნილებას უნდა აკმაყოფილებდეს: ყველას სჭირდება გართობა. ჩვენ, საავადმყოფოში გვაქვს მუსიკალური თერაპია, არტ-თერაპია და ცხოველებიც კი გვყავს“.
5. ყოველთვის ისარგებლეთ კიბით და საკუთარი ტვირთი თავად ატარეთ
ანა გარელი