30 აპრილი, 2018
ყველა ქალს უნდა ჰქონდეს...
ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საკმარისი საკუთარი ფული.

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული სამოსი, თუ მოულოდნელად ოცნების კომპანიაში გასაუბრება ან სასურველი პაემანი ერთ საათშია დანიშნული.

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ახალგაზრდობა, რომლის უკან დატოვებისთვისაც მზადაა.

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ახალგაზრდობის რამდენიმე ცოდვა, რომლებსაც ის სიამოვნებით გაიხსენებს, როცა მოხუცდება.

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს სახრახნისი, უსადენო ბურღი და შავი მაქმანის ბიუსჰალტერი.

ყველა ქალს უნდა ჰყავდეს ერთი მეგობარი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია მისი გამხიარულება და კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც მას ცრემლებს
მოსწმენდს.

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს საკუთარი სახსრებით შეძენილი, თუნდაც ერთი ღირსეული ავეჯი.

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს 8 ცალი ერთნაირი თეფში, 8 ცალი ღვინის ჭიქა და კერძის რეცეპტი, რომლითაც სტუმრებს აღაფრთოვანებს.

ყველა ქალს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საკუთარ ბედს თავად მართავს.

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ შეუყვარდეს ისე, რომ თავი არ დაკარგოს.

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ წამოვიდეს სამსახურიდან, როგორ დაშორდეს მამაკაცს, იკამათოს მეგობართან და ყველა შემთხვევაში მეგობრობა შეინარჩუნოს.

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, როდის გამოიჩინოს სიმტკიცე და როდის დაიხიოს უკან.

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ვერ შეცვლის საკუთარი ფეხების სიგრძეს, თეძოების სიფართეს და საკუთარ მშობლებს.

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რისი გაკეთება ღირს და არ ღირს სიყვარულისთვის ან კიდევ სხვა რამისთვის.

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ იცხოვროს მარტო, მაშინაც კი, თუ ეს არ მოსწონს.

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, ვის შეიძლება ენდოს და ვის - არა.

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, სად წავიდეს, როცა მის სულს სიმშვიდე სჭირდება.

ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რა შეუძლია და რა არ შეუძლია გააკეთოს დღეს, ერთი თვის, ერთი წლის შემდეგ.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS