- სასაფლაოს დირექტორმა - ნუგზარ ლურსმანაშვილმა ასეთი რაღაც მოიფიქრა: ჭირისუფალი თვეში მინიმალურ თანხას - 10 ლარს იხდის (ნებაყოფლობით), რომ საფლავი მოვლილი, მოწესრიგებული იყოს. მე და ერთი ქალბატონი დაგვასაქმა. 2 წელია, აქ ვმუშაობთ. სასაფლაოზე კვირაში ორჯერ
- შრომატევადი საქმეა?
- ძალზე შრომატევადია! ვცდილობთ, აღდგომის დღესასწაულებზე ყველა საფლავი მოწესრიგებული იყოს. ბოლო თვეა, აქ ყოველდღე ამოვდივართ. არა მხოლოდ საფლავს ვასუფთავებთ, არამედ - მის გარშემო არსებულ ტერიტორიასაც. ბატონი ნუგზარიც სულ მოდის, მანქანები ამოჰყავს, ნაგავს ვყრით... საერთოდ, ძალიან სუფთა სასაფლაოა. მგონი, ქალაქში არ არის იმდენი ბუნკერი, რამდენიც - აქ. კარგი თანამშრომლები გვყავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ ვერ გავჩერდებოდით. სასაფლაოების ორივე მომვლელს 3-3 შვილი გვყავს. თანამშრომლები ოფისიდანაც ძალიან გვეხმარებიან. ერთმანეთს ხელს ვუწყობთ.
- ზოგი ადამიანი სასაფლაოს მისტიკურ ადგილად მიიჩნევს და აქ ყოფნის ეშინია... თქვენ შიშს არც თავდაპირველად, მუშაობის დაწყებისას გრძნობდით?
- თავდაპირველად ცოტა მეშინოდა. ახლა კი აქაურობას ისე შევეჩვიეთ, რომ პირიქით - სიკვდილის აღარ მეშინია. წინათ ვამბობდი, - ვაიმე, როცა დამმარხავენ, მიწაში ვიქნები-მეთქი... ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ.
- მუშაობისას გაუთვალისწინებელი შემთხვევები თუ ხდება?
- თუ ქვეწარმავლებს არ ჩავთვლით, არაფერი. მათაც, თუ არაფერს დაუშავებ, არაფერს გერჩიან. სიწყნარე, სიმშვიდეა. საშიში საერთოდ არ არის. ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა, სასაფლაოზე დილის 5 საათზეც მოვსულვართ და მარტო ვყოფილვართ. გამიგონია, თითქოს სასაფლაოზე ადამიანები ეწევიან, სვამენ... აქ ერთი ასეთი შემთხვევაც არ მახსოვს. სისტემა კარგად არის აწყობილი.
- მუშაობა ყველაზე რთული როდის არის?
- ახლა, რადგან ბალახი ყოველდღიურად ამოდის. დავამუშავებთ, დავასუფთავებთ, მაგრამ მეორედ მოსულებს უკვე საშინელი სიტუაცია გვხვდება. შრომატევადი საქმეა, თორემ საშიში არაფერია... განაგრძეთ კითხვა