27 აპრილი, 2018
ტოპ-4 ტრავმა სექსის დროს ანუ როდის უნდა მიმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ
საძინებელ ოთახში მაღალი ტემპერატურა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ხანდახან სჯობს, ტემპერატურას ცოტა დაუწიოთ, რათა სიყვარულის ფეერია საავადმყოფოში არ დასრულდეს.

გაეცანით ყველაზე გავრცელებულ „სასიყვარული დაზიანებებს“ და გაიგეთ, თუ როგორ უნდა იმკურნალოთ.

დამწვრობა ხალიჩისგან

თუ ვნების ქარცეცხლში გახვეულებმა საწოლამდე ვეღარ მიაღწიეთ, ვიდრე იატაკზე სექსით დაკავდებით, უმჯობესია, მასზე გარკვეული ქსოვილი დააგოთ, რადგან სწრაფი და ხანგრძლივი ხახუნის შედეგად შესაძლოა კანი დაზიანდეს.

მიღებული დამწვრობისას აუცილებელი არ არის ექიმს მიმართოთ. საკმარისია დაზიანებულ ადგილზე ანთების საწინააღმდეგო მალამო დაიფინოთ.

ნახეთქები
ნახეთქები კანზე
ძალიან ხშირი შემთხვევაა უხეში სექსის ან პარტნიორისთვის მოუხერხებელი პოზიციის დროს.

რბილი ქსოვილების დაზიანება ყველაზე ხშირად ემართებათ წინდაუცვეთელ მამაკაცებს, ქალებს პოსტმენოპაუზის ან დიაბეტით დაავადებულებს, როცა ვაგინის სიმშრალე იმატებს.

მცირე ნახეთქების შემთხვევაში, საუკეთესო რჩევაა, სხეული დაასვენოთ. უმრავლეს შემთხვევაში, ასეთი ნახეთქები დამოუკიდებლად იკურნება, მაგრამ თუ ნახეთქის დროს შეუჩერებელი სისხლდენა დაფიქსირდა, აქ ექიმის ჩარევა გესაჭიროებათ.

თავის ტრავმა
თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად ხშირია თავის ტრავმა სექსის დროს. მოქმედების გეგმა კი მიღებული დაზიანების სიმძიმეზეა დამოკიდებული. თუ დარტყმის შედეგად დაზარალებულმა გონება დაკარგა, დაეწყო კრუნჩხვები, გულისრევა, ძლიერი თავის ტკივილი ან მხედველობა დაუბინდდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს - ეს ძალიან სერიოზული სიმპტომებია.

უცხო სხეულები
საწოლში გაუაზრებელ ექსპერიმენტებს ხშირად მძიმე შედეგები მოჰყვება. ერთმანეთისთვის კმაყოფილების მისანიჭებლად, პარტნიორებმა, შესაძლოა, ისეთი საგნები გამოიყენონ, რომლებიც სექსუალური თამაშებისთვის შესაფერისი სულაც არ იყოს.

თუ საწოლში მესამე პირი გჭირდებათ, გამოიყენეთ სპეციალურად სექსისთვის განკუთვნილი აქსესუარები და კონსულტანტთან ყოველთვის დააზუსტეთ, თუ როგორ ხდება მათი გამოყენება სწორად.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS