კვების 3 ძირითადი წესი სვეტლანა ხოდჩენკოვასგან:
1. გამორიცხეთ მაღალკალორიული კერძები - განსაკუთრებით ცომეული, კარტოფილი, მაკარონი, ტკბილი.
2. იკვებეთ პორციულად - როგორც წესი, სვეტლანა დღეში 5-ჯერ მცირე ულუფებით იკვებება.
3. რაც შეიძლება მეტი ფიზიკური დატვირთვა - მსახიობი გამოტყდა, რომ წონაში კლებისას ბალერინას როლისთვის ემზადებოდა და ყოველდღიურად 3-საათიანი ვარჯიში

რა შეიძლება მიირთვათ?
ნებისმიერი ბოსტნეული - უმი, მოხარშული, გამომცხვარი, გრილზე მომზადებული.
ხილი შეუზღუდავი რაოდენობით.
უცხიმო რძის პროდუქტები.
კვერცხი.
უცხიმო ცილა: ინდაური, ქათამი, ხბოს ხორცი.
უცხიმო სახეობის თევზი - შეიძლება გამოაცხოთ ან მოხარშოთ, მაგრამ არ შეწვათ.
ბევრი სითხე: წყალი, უშაქრო ჩაი, ახლადდაწურული წვენები.
სასარგებლო წასახემსი: თხილეული, ჩირი, შავი შოკოლადი - დღეში არაუმეტეს 15 – 20 გ.
შავი პური, გახუხული პური.

რა უნდა გამორიცხოთ?
თეთრი პური და ნებისმიერი ცომეული.
ბოსტნეული და ხილი, რომლებიც დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს (ბანანი, კარტოფილი, სიმინდი).
ყველაფერი შემწვარი და შებოლილი.
ალკოჰოლი.
ნახევარფაბრიკატები.

როგორ მოქმედებს სვეტლანა ხოდჩენკოვას დიეტა?
თქვენ გამორიცხავთ მარტივ ნახშირწყლებს, შაქარს, შებოლილ და ცხიმიან პროდუქტებს, ასევე მაღალკალორიულ კერძებს. მენიუ სასარგებლო პროდუქტებისგან შედგება: თევზი, ფრინველის ხორცი, ბოსტნეული და ხილი, რძის პროდუქტები. ამ რაციონით შეგიძლიათ დიდხანს იხელმძღვანელოთ ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების გარეშე და ამასთან, არ იგრძნობთ შიმშილს. რაც იმას ნიშნავს, რომ დაიკლებთ წონაში და შეძლებთ მის შენარჩუნებას.

ანა გარელი