ბელორუსი იტალიაში პირველად 11 წლის ასაკში აღმოჩნდა. ბიჭი ოჯახში იმ საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით მოხვდა, რომელიც რაიონში მცხოვრებ ავარიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებთან მუშაობს.
მას შემდეგ ბიჭი ყოველ ზაფხულს სტუმრობდა ამ იტალიურ ოჯახს. ოჯახთან ურთიერთობა და კავშირი არც მისი სრულწლოვანების შემდეგ გაწყვეტილა.
იტალიური წყვილისთვის, რომელსაც საკუთარი შვილი არ ჰყავს, ბელორუსი ღვიძლი შვილივით გახდა. მათ თვალწინ გაიზარდა, იქორწინა, დაიწყო მუშაობა. ახლა მამაკაცი 32 წლისაა და მას უკვე
იტალიელ წყვილსა და ბელორუსს შორის 20-წლიანი მეგობრობის შედეგად, ახლო ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ამიტომ მშობლებმა ამ ურთიერთობის დაკანონება გადაწყვიტეს.
იტალიის სახელმწიფო კოდექსის მიხედვით, მამაკაცი მიიღებს გვარს და მას ისეთივე უფლებები მიენიჭება, როგორც ღვიძლ შვილს და ოჯახის მემკვიდრე გახდება.
ანა გარელი