23 აპრილი, 2018
ზოდიაქოს ყველაზე საშიში და რთული ნიშნების რეიტინგი
ზოდიაქოს ნიშნების ძირითადი მახასიათებლები დღესდღეობით დადგენილი და თანაც, საკმაოდ სტაბილურია. სტატიაში მოცემულ ჩამონათვალში განხილულია, თუ რომელია ზოდიაქოს ყველაზე რთული ნიშანი.

მეხუთე ადგილზეა თხის რქა
Rating













ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებთან ურთიერთობა რთულია, სწორედ ამასთანაა დაკავშირებული მეგობრებისა და გარშემო მყოფების სიმცირე. ხოლო მათ, ვინც თხის რქის გარემოცვაში მოხვდება, თამამად შეიძლება დამსახურებული ჯილდო გადაეცეთ. თხის რქა ქრონიკულად ჯიუტია. მათი გადარწმუნება პრაქტიკულად წარმოუდგენელია და თუ რაიმე არ მოსწონთ, მათი აზრის შეცვლა შეუძლებელია. ასტროლოგების გულწრფელი გაფრთხილებაა - თუ თხის რქა ცხოვრების
თანამგზავრად აირჩიეთ, მოთმინებით აივსეთ, რადგან ეს საუკეთესო რჩევაა ცხოვრების გზაზე ბედნიერი ოჯახური ურთიერთობისთვის.

მეოთხე ადგილზეა მერწყული

ამ ნიშნის წარმომადგენელს საუკეთესო თანამოსაუბრეს ვერ ვუწოდებთ, მასთან ურთიერთობა ძალიან რთულია. ამ პიროვნებისთვის ერთადერთი ავტორიტეტი საკუთარი აზრია. მერწყული ემოციებს ცუდად უმკლავდება. გაცხარების დროს, ემოციების მოზღვავებისას შეუძლიათ ერთ წუთში გაანადგურონ ყველაფერი, რასაც არა ერთი წელი აშენებდნენ.

მესამე ადგილს დამსახურებულად იკავებს ტყუპი
Rating

















ტყუპის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ერთ ადგილას ჯდომა არ შეუძლია. უყვართ ბევრი ლაპარაკი და არიან ჭირვეულები. თუ ახლო წრეში გყავთ ტყუპი, უფრთხილდით, რადგან რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში მათ სისასტიკისა და გულგრილობის გამოვლენა შეუძლიათ. ამ ადამიანებს საკუთარი შინაგანი სამყარო აქვთ, რაც რეალობასთან ნაკლებად თავსებადია.

მეორე ადგილი ვერძმა დაიმსახურა
Rating











ვერძის იმპულსურობის მასშტაბები უბრალოდ გასაოცარია. რამდენიმე წუთში შეუძლიათ დაანგრიონ ურთიერთობა, პროექტები, ბიზნესი, რომელიც წლობით შენდებოდა. თუ ვერძთან ცხოვრება გიწევთ, თქვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია აღიჭურვოთ მოთმინებით და ისწავლოთ მისი სიმართლის მაშინვე აღიარება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთან მშვიდი ოჯახური ცხოვრების შენება ძალიან რთულია.

მორიელი რეიტინგის ლიდერია
Rating














ყურადღებით წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ - ჭეშმარიტად ბოროტი ნიშანი! ისინი იდუმალი და მზაკვრული ადამიანები არიან, მათ სისასტიკეზე ლეგენდები დადის. სასურველის მისაღწევად ყველაფერზე წავა. ამასთან, ერთი შეხედვით, შესაძლოა, სრულიად უწყინარ არსებად მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორც კი მსხვერპლი მოდუნდება, მაშინვე სასიკვდილო ხაფანგში აღმოჩნდება. გზაზე ღიად ნუ გადაეღობებით, გაურთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS