ვინ თქვა, რომ კაცი მამაკაცური უნდა იყოს, ქალი კი გათხოვილი?
არსებობენ ქალები - ნამდვილი ქალები. და არსებობენ სხვა ქალები - თითოეული ჩვენგანი თავად ირჩევს.
რაც შეეხება სხვა ქალებს, ისენი არიან ქალები, რომლებიც ფრთებს არ იყენებენ და ცოცხებით ფრენას არჩევენ. მათ გამუდმებით რაღაც სურთ, მათი
იყო ქალი, ე.ი. იფიქრო, გრძნობდე და მოქმედებდე, როგორც ქალი, გაიპრანჭო, ლამაზად გამოეწყო, იყო ჭირვეული, გიყვარდეს, გააჩინო, აპატიო, მოემსახურო, ითხოვო, შეცვალო, უბრძანო, წაახალისო, მოხიბლო. იყო იმდენად ლამაზი, რომ საკუთარი თავი მოგწონდეს. იყო იმდენად ნიჭიერი, რომ სხვებმა გაღიარონ. იმუშაო ისე, თითქოს ფული არ გჭირდება. და გიყვარდეს ისე, თითქოს ხვალ მოკვდები.
ნამდვილი ქალი ვარსკვლავური დაავადებითაა ავად და მისგან განკურნებას არ ჩქარობს. ის უმაღლეს ძალებთან მეგობრობს და ცხოვრებისგან კარგის გარდა სხვას არაფერს ელის. ამიტომ, მას არა მხოლოდ ოცნებები, არამედ ილუზიებიც უხდება.

რა სჭირდება ქალს? სიყვარულის მშვენიერ სამყაროში მოხვდეს და ამ სამყაროს მოქალაქე გახდეს და არა ტურისტული ან სამუშაო ვიზა მიიღოს. და რომ მისი რჩეული იყოს საყრდენი და არა უბრალოდ მხარდამჭერი. მარჩენალი და არა მმართველი. საყვარელი ადამიანი და არა თანამცხოვრები.
თუ გვერდით საყვარელი ადამიანია, მაშინ მუყაოს სახლშიც და ქოხშიც სამოთხეა.
ანა გარელი