19 აპრილი, 2018
ფსორიაზის ფსიქოსომატიკა - მიზეზები და დაავადებისგან განკურნების ჭეშმარიტი გზა
ფსორიაზი ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე რთულად განკურნებადი კანის დაავადებაა.

ფსორიაზის წარმოქმნის მიზეზებსა და მექანიზმს უკვე საუკუნეზე მეტია შეისწავლიან, თუმცა, მიზეზის დადგენა დღემდე ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ, ექიმების უმრავლესობა მიდის დასკვნამდე, რომ ფსორიაზის ჭეშმარიტი მიზეზი ადამიანის სულსა და ფსიქოლოგიაში იმალება.

მოცემულ სტატიაში გამოვყოფთ ძირითად ფსიქოლოგიურ მიზეზებს, რომლებსაც ამ დაავადების წარმოქმნა და განვითარება შეუძლია.

ფსორიაზის მიზეზები ფსიქოსომატიკის თვალსაზრისით

კანს ადამიანის ხასიათსა და პიროვნებაზე ბევრი რამის თქმა შეუძლია. როგორც ფსიქოსომატიკა ამტკიცებს, ფსორიაზი
დაავადებულის მიერ მისი სხეულის, ცხოვრებაში მისი სურვილებისა და გარე სამყაროს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებიდან მოდის - ამასთან, რაც უფრო ძლიერია გაღიზიანება და კონფლიქტი, მით უფრო რთულად მიმდინარეობის დაავადების პროცესი.

ფსორიაზი - ეს არის დაავადება, რომელიც ადამიანის კანს ყველაზე ღრმა ფენამდე აზიანებს, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ გამონაყარი, ქავილი და წყლულები ჩნდება მაშინ, როცა გაღიზიანება, უკმაყოფილება და ადამიანის სურვილი დიდია, გარესამყაროსგან თავი შორს დაიჭიროს.

მაგ: დაავადებისთვის დამახასიათებელი ქერქოვანი ნადები თავზე ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ გარშემო მყოფები მას ვერ აფასებენ. ფსორიაზი ხელებზე კი იმაზე მიანიშნებს, რომ დაავადებული ახლობლების მიმართ, რომლებსაც მისი მოსმენა არ სურთ, გაღიზიანებას განიცდის.

როგორ განთავისუფლდეთ ფსორიაზისგან?

დაავადებულის საბოლოოდ განსაკურნად, მკურნალობაში უნდა ჩაერთოს, როგორც მედიკამენტური, ასევე ფსიქოთერაპიული ჩარევები. ადამიანი სრულიად უნდა განთავისუფლდეს გაღიზიანებისა და ბრაზისგან.

ფსიქოსომატიკის თანახმად, პირველ რიგში, აუცილებელია, გამოვყოთ უარყოფითი ფაქტორები და შევეცადოთ მათ აღმოფხვრას. აქ მნიშვნელოვანია გაიგოთ, რაში იმალება მათი მიზეზი - ყველაზე რთულ სიტუაციაში, თუ მის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებაში.

მაგ: თუ დაავადებულს სამსახურში ვერ აფასებენ ან ამცირებენ მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, სჯობს, იფიქროთ სხვა, უფრო შესაფერისი კოლექტივის მოძებნაზე. მათ კი, ვინც კოლეგებთან ხშირად ჩხუბობს, საკუთარი მოქცევის სრული შეცვლით სჯობს ყველა პრობლემა გადაჭრან.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS