ასტროლოგი ამბობს, რომ როგორიცაა ადამიანი შინაგანად, ისეთ მოვლენებსა და ადამიანებს იზიდავს, ამიტომ სამყაროს გაუმჯობესება ყველამ საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს.
“აი რასაც დავწერ ბევრს ალბათ უცნაურად მოეჩვენება, მაგრამ ასტროლოგიურად იცით რომ მსხვერპლს და მოძალადეს ყოველთვის ერთნაირი ჰოროსკოპები აქვთ? ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ძალადობისკენ მიდრეკილება ორივეშია ჩადებული ჩანასახის დონეზე.
შემდეგ უკვე ეგონებელობაზე, მის სიძლიერეზეა დამოკიდებული ვინ იქნება ჯალათი და ვინ იქნება მსხვერპლი. ერთმანეთს
ძალიან ბევრი ქალის პირადი ჰოროსკოპი შემისწავლია, ვინც იყო მამაკაცის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი – ყველას ჰოროსკოპშია დაფარული აგრესიის მაჩვენებელი. შინაგანად თავად ეს ადამიანიც მზადაა იყოს მოძალადე უბრალოდ გამბედაობა არ ყოფნის ამის.
სამყარო კანონზომიერია ხალხნო. რაც თქვენშია შინაგანად ისეთ მოვლენებს და ადამიანებს იზიდავთ მუდამ. ამიტომ სამყაროს გაუმჯობესება საკუთარი თავის გაუმჯობესებით უნდა დაიწყოთ ყოველთვის”, – წერს სოფია ბზეკალავა.