16 აპრილი, 2018
"ვეფხიამ იძულებით წამიყვანა იუსტიციის სახლში" - მოკლული გოგონას დედამ და ბრალდებულმა ტრაგედიამდე 2 კვირით ადრე მოაწერეს ხელი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს შეწყალებაზე ერთხელ უარი ეთქვა, ხოლო მეორე თხოვნას თან ახლდა ოჯახის სურვილი მის გათავისუფლებაზე.

"საქმეს ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ ის 4 შვილის მამა იყო. თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. ამ დეტალზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ყოფილი მეუღლის შეწყალების საქმეზე განმარტებას აკეთებს ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის დედა. ნათია გობაძის თქმით, ვეფხია ბაქრაძის ციხეში
ყოფნის პერიოდში მან თავად დაწერა განცხადება, თუმცა, არა გათავისუფლების მოთხოვნით, არამედ ბაქრაძის შვილის სოციალური დახმარების საკითხზე.

"ვეფხია რაც ციხეში იყო, იმ პერიოდში ორჯერ ვიყავი მასთან. ორივეჯერ მისი დაჟინებული თხოვნით. ერთხელ დამირეკა და მითხრა, რომ ლიკას, თავის შვილს სოციალურ დახმარებას არ აძლევდნენ და ჩემი განცხადება იყო საჭირო. მე დავთანხმდი და ვუთხარი, რომ ლიკას გამო ამას გავაკეთებდი. მე და ლიკა წავედით ავლაბარში, ზუსტად არ მახსოვს რა დაწესებულება იყო და დავწერე განცხადება ორი სიტყვით, შეიწყალეთ ვეფხო, ლიკამაც მოაწერა ხელი. მერე გაირკვა, რომ უარი მოვიდა ჩვენს განცხადებაზე. როგორც ახლა ვიგებ, ეგ ყოფილა ის განცხადება, რომ ის ციხიდან გამოსულიყო. რომ მცოდნოდა, ამას რატომ დავწერდი? მე ვიფიქრე, რომ ლიკას დავეხმარები მეთქი", - აღნიშნა ნათია გობაძემ.

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS