16 აპრილი, 2018
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კოქტეილები
ალკოჰოლურ კოქტეილად ითვლება სასმელი, რომელის მოსამზადებლად ერთი ან რამდენიმე ალკოჰოლური ინგრედიენტი გამოიყენება. როგორც ცნობილია, თვითონ კოქტეილი რამდენიმე სასმელის შერევით მიიღება. ზოგჯერ მის მოსამზადებლად ხილსაც იყენებენ.

გთავაზობთ, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კოქტეილების მოკლე ჩამონათვალს...

მოჰიტო
მოჰიტო თეთრი რომისა და პიტნის ფოთლებისგან მზადდება. დღეს, მოჰიტოს ორი სახეობა არსებობს: დაბალ ალკოჰოლური და უალკოჰოლო. როგორც ცნობილია, პირველი მოჰიტო კუნძულ კუბაზე მომზადდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს სასმელი 1890-იან წლებში გახდა ცნობილი.


Rating

დაიკირი
დაიკირი რომის, ლიმონის წვენისა და შაქრისგან მზადდება. დღეს, მისი
მრავალი ნაირსახეობა არსებობს. როგორც ცნობილია, XX საუკუნის დასაწყისში დაიკირი იქ ჩასულ ამერიკელ ინჟინრებს გამოუგონიათ "Venus" კოქტეილი ბარში. მისი სახელწოდება სანტიაგოსთან ახლოს მდებარე პლაჟისა და რკინის საბადოს სახელისაგან მომდინარეობს. დაიკირი ერნესტ ჰემინგუეისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის ერთ-ერთი უსაყვარლესი სასმელი იყო.



განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS