14 აპრილი, 2018
"გარდიანი" თბილისის ღამის ცხოვრების, "ბასიანის", "ლგბტ" თემის და შემსუბუქებული ნარკოპოლიტიკის შესახებ წერს
მოდა, ღამის ცხოვრება და ხელოვნება საქართველოს დედაქალაქში არნახული სისწრაფით ვითარდება. სცენაზე უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა არტისტი გამოდის და სისტემას თავისებურად ცვლის.

თბილისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბოლო სართული, 1940-იანი წლების ნაგებობა, ისტორიული არქიტექტურა, უამრავი წიგნი, ტროპიკული მცენარეები და დიზაინერ Gola Damian-ის ინოვაციური კოლექციის ჩვენება. ისტორიულ კედლებში საკლუბო და ვინტაჟურ სამოსში გამოწყობილი მოდელები მოძრაობენ. სწორედ ამის გამოა თბილისი ასეთი განსაკუთრებული, უძველესი ქალაქი კრეატივის რენესანს განიცდის და მას წინ უნიჭიერესი ადამიანები მიუძღვიან.
„მოდა და ღამის ცხოვრება თბილისში ნამდვილად
ყვავის“, – აცხადებს გოლა და იმასაც ამატებს, რომ სწორედ კლუბებმა ითამაშეს დიდი როლი იმაში, რომ ქალაქის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ინტერნაციონალური საზოგადოება თბილისს შესაძლოა, მხოლოდ „ბასიანის“ სანახავად აკითხავდეს, თუმცა, შემდეგ ქალაქის ენერგიას შეიგრძნობს და სრულიად მოჯადოებული რჩება. ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე ქვეყანას საკმაოდ რთული ისტორია აქვს. მან ელექტრონული სცენის განვითარება სულ რაღაც 5 წლის წინ დაიწყო. ქვეყანაში, სადაც 2013 წელს მასშტაბური ჰომოფობიური შეტაკება მოხდა, ახალი თაობა LGBTQ საზოგადოების უფლებებს სულ უფრო და უფრო მეტად იცავს.

ღამის ცხოვრება და LGBTQ

ნია გვათუა (Nia Gvatua) პირველი გეი ბარის – Success Bar-ის დამაარსებელია. პატარა ბარი 2000 წლიდან არსებობს, თუმცა, ნიამ ის 2017 წლის მარტში თავიდან გახსნა და უმცირესობების წარმომადგენლებს შეკრების ადგილი გაუჩინა. როგორც ის იხსენებს, ეს ყველაფერი მარტივი არ ყოფილა, მას უამრავი პრობლემა ჰქონდა, ემუქრებოდნენ კიდეც, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS