13 იანვარი, 2018
როგორ მოვუაროთ ნომრიან სათვალეს - აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები
იყო დრო, როდესაც ნომრიანი სათვალის ტარება ახალგაზრდებში სირცხვილად ითვლებოდა. მოზარდები განსაკუთრებით იყვნენ დაკომპლექსებული. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. სათვალე ადამიანს - ქალსაც და მამაკაცსაც განსაკუთრებულ შტრიხს მატებს. სათვალის ტარება ერთგვარ ტრენდად იქცა. ოპტიკის მაღაზიები კი ცნობილი თუ ნაკლებადცნობილი ბრენდების, სხვადასხვა სტილის, ფერისა და დიზაინის სათვალეებით გვანებივრებენ.
სათვალე დიდხანს რომ გემსახუროთ, მას მოვლა სჭირდება, რაც არც თუ ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ის ადვილად ჭუჭყიანდება, იფხაჭნება
და იბურება. თუ გსურთ, თქვენი სათვალე დიდხანს გემსახუროთ, კარგი მდგომარეობა შეინარჩუნოს და სამყაროს მკაფიოდ ხედავდეთ, ამ რჩევებს გაეცანით:



რჩევა №1

Rating

სათვალე ორი ხელით მოიხსენით და არა ერთით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩარჩომ შეიძლება, დეფორმაცია განიცადოს. როდესაც სათვალეს ერთი ხელით იხსნით, თქვენ კიდეებს წელავთ.

რჩევა №2

Rating

ნუ გაიკეთებთ სათვალეს თავზე - გარდა იმისა, რომ ის დეფორმირდება, დიდი რისკია, ჩამოვარდეს და გატყდეს.

რჩევა №3

Rating

როდესაც სათვალეს მოიხსნით, ის არასოდეს დადოთ ზედაპირზე ლინზებით. ყველაზე ხშირად, ამ არასწორი ჩვევის გამო ზიანდება და იკაწრება სასათვალის მინები.

რჩევა №4
Rating

ოპტიკური სათვალის მინები, იგივე ლინზები საჭიროებს ხშირ და საფუძვლაინ გაწმენდას იმისთვის, რომ ხედვა იყოს მაქსიმალურად მკაფიო და ოპტიმალური. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი საკითხი საკმაო სიფრთხილესა და ცოდნას მოითხოვს. გთავაზობთ სათვალის ლინზების გაწმენდის რამდენიმე ხერხს:
• არსებობს ლინზების გამწმენდი სპეციალური კომპლექტი. ამ კომპლექტში შედის სათვალის საწმენდი ჩვარი და სპეციალური სითხე (სპრეი). მათი შეძენა ოპტიკის მაღაზიებშია შესაძლებელი. სათვალის მინების გასაწმენდად სპრეი მიასხურეთ ლინზებს და თითების ნაზი მოძრაობით, ჩვრით კარგად გაწმინდეთ მინების ორივე მხარე.

• მინების გაწმედნის ასევე ძალაინ კარგი ხერხია სათვალის თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. გარეცხილი სათვალე დადეთ გასაშრობად და წყლის წვეთები შეამშრალეთ სპეციალური საწმენდი ჩვრით.

• და ბოლოს, ზოგიერთ ოპტიკურ მაღაზიაში არსებობს სათვალის სარეცხი ულტრაბგერითი დანადგარი. ძალიან კომფორტულ გარემოში, ორიოდ წუთში გაგირეცხავენ სათვალეს და, შედეგად, ჩარჩოს მინები სასიამოვნოდ გაგაოცებთ აბსოლუტური გამჭვირვალობითა და ხედვის იდეალური სისუფთავით. ეს დანადგარი „რონიკოს“ მაღაზიათა ქსელშია. ასევე, სპეციალური სერვისი - სათვალის რეცხვა, რომელიც უფასოა.

Rating

არასოდეს გამოიყენოთ სათვალის გასაწმენდად შემდეგი საშუალებები:
• ტანსაცმლის ფრაგმენტები - ქსოვილის ბოჭკოებმა ან მათში დარჩენილმა მტვრის ნაწილაკებმა შესაძლოა ლინზა დაკაწროს.
• ქაღალდის ხელსახოცი - ის ადვილად კაწრავს მინას.
• ე.წ. სველი ხელსახოცი - ამ ხელსახოცებზე არსებული სხვადასხვა ნივთიერება ადვილად აზიანებს ლინზის სპეციალურ დაფარვებს და ალაქავებს მინას.

მინის საწმენდი სპეციალური ჩვარი აუცილებლად სუფთა უნდა იყოს. თუ მასზე მტვერი დაგროვდება, ლინზას დაკაწრავს.

რჩევა № 5

Rating

დაარეგულირეთ ჩარჩო წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. სათვალის ოსტატი ჩარჩოს მდგომარეობას შეაფასებს და საჭიროების შემთხვევაში, ხრახნებს მოუჭერს, დაარეგულირებს საცხვირეებს, ყუნწებს და ა.შ. სათვალის მდგომარეობის შესაფასებლად, ან შესაკეთებლად შეგიძლიათ მიბრძანდეთ „რონიკოს“ მაღაზიებში, სადაც ოპტიკოსები და ოსტატები კვალიფიციურ დახმარებას აღმოგიჩენენ.

რჩევა № 6


Rating

სათვალე აუცილებლად უნდა შეინახოთ ბუდეში, სადაც სათვალესთან ერთად კომფორტულია საწმენდი ჩვარიც იქონიოთ. ყოველთვის, როდესაც არ სარგებლობთ სათვალით, ის აუცილებლად ბუდეში უნდა მოათავსოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიდოთ ხელჩანთაში, ან ჯიბეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობაა, რომ სათვალე დეფორმირდეს, გატყდეს ან ლინზა ამოვარდეს. ბუდის გარეშე სათვალის ხმარებისას, ასევე ადვილად იკაწრება და ზიანდება ლინზაც. სასურველია, ბუდე იყოს მყარი. მისი შეძენა შეასაძლებელია, როგორც სათვალესთან ერთად, ასევე ცალკე, დამოუკიდებლად.

რჩევა № 7

Rating

პერიოდულად შეიმოწმეთ მხედველობა - სასურველია, ორ წელიწადში ერთხელ. „რონიკოს“ ექიმი ოფთალმოლოგი გადაამოწმებს თქვენს მხედველობას - დაადგენს თქვენთვის საჭირო სათვალის თუ კონტაქტური ლინზის ნომრებს და გამოგიწერთ შესაბამის რეცეპტს. „რონიკოში“ ყველაფერი ერთ სივრცეშია: ადგილზე ხდება მხედველობის დიაგნოსტიკა, რეცეპტის შედგენა და სასურველი ჩარჩოსა და სასათვალე ლინზის შერჩევა. აქვე მზადდება ნებისმიერი სირთულის სათვალე, პაციენტის ინდივიდუალური პარამეტრების გათვალისწინებით. თქვენ ადგილზევე შეარჩევთ სასურველ ჩარჩოს, ხოლო ოსტატი დაგიმზადებთ სათვალეს.

გთავაზობთ რამოდენიმე ხრიკს, მათთვის ვინც სათვალეს რეგულარულად ატარებს


  • თუ „სელფის“ გადაღება გსურთ, თავი ოდნავ დაბლა დახარეთ. შეარჩიეთ სწორი განათება. სინათლის სხივების ანარეკლი არ უნდა ჩანდეს სათვალის მინაზე. უმჯობესი იქნება, თუ ფოტოს დღის განათებაზე, გარეთ გადაიღებთ.
  • თხელჩარჩოიანი ან უჩარჩოო ოპტიკური სათვალის შემთხვევაში, სასურველია, თვალი მკაფიოდ გამოკვეთოთ: გაიკეთოთ ისრები და სურვილისამებრ, მკვეთრი ფერის თვალის ჩრდილები. ხოლო დიდი და მასიური ჩარჩოს შემთხვევაში, პირიქით, რეკომენდებულია მსუბუქი მაკიაჟი და თვალის კონტურის გამოკვეთა თხელი ისრებით.
  • როდესაც თმის ლაქს ან სუნამოს ისხურებთ, სათვალე მოიხსენით.
  • რეგულარულად წმინდეთ ჩარჩო. მაკიაჟმა შესაძლოა, მასზე კვალი დატოვოს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS