13 აპრილი, 2018
40 წლის შემდეგ ადამიანებმა კვირაში მხოლოდ 3 დღე უნდა იმუშაონ
ადამიანებს ამის აღიარება არ უყვართ, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მოქნილობას ვკარგავთ. ასაკს მოაქვს სიბრძნე, მაგრამ ფოკუსირებისა და მახსოვრობის უნარი ქვეითდება. დროთა განმავლობაში, ადამიანებს სწრაფი რეაქცია აღარ აქვთ.

მელბურნელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კვირაში 30 საათი მუშაობა ადამიანის განვითარების კოგნიტური ფუნქციისთვის კარგია, მაგრამ პროდუქტიულობის დაქვეითებას იწვევს.

კვლევაში 3500-მა ქალმა და 3000-მა მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა. ისინი 40 წელს გადაცდენილები იყვნენ. მონაწილეებმა კოგნიტური ფუნქციის ტესტები მეცნიერების მეთვალყურეობის ქვეშ გაიარეს.

კვლევამ აჩვენა: ადამიანებს, რომლებიც კვირაში 55 საათზე მეტხანს მუშაობდნენ, უფრო მეტი
შემეცნებითი ვარდნა ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ მუშაობდა.

პროფესორი კოლინ მაკეინზი განმარტავს, რომ ინტელექტუალური სტიმულირების ზოგიერთი საფეხური კარგია მოზრდილ ასაკში, მაგ: თავსატეხებისა და კროსვორდების დროს, მაგრამ ზედმეტ სტიმულაციას უკუჩვენება ახლავს.

პროფესორი მაკეინზი ამბობს, რომ ბევრი ქვეყანა საპენსიო ასაკის გაზრდაზე მსჯელობს, რაც ადამიანებს აიძულებს, უფრო ხანგრძლივად იმუშაონ. ის ამტკიცებს, რომ სამუშაო დღეების შემცირება კვირაში 3 დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია.

პროფესორი ასევე განმარტავს, რომ არსებობს ზღვარი ტვინის აქტივობის შენარჩუნებასა და მის ზედმეტად გადატვირთვას შორის, რაც იწვევს სტრესს და სხვა უარყოფითი შედეგები მოჰყვება. მაკენზი მიიჩნევს, რომ 40 წელს ზევით ადამიანებისთვის საუკეთესო გამოსავალი სრულ განაკვეთზე მუშაობაზე უარის თქმაა. ასე ტვინი საკმარისად სტიმულირებული იქნება და ადამიანი ზედმეტად არ გამოიფიტება.

მაკენზი ადამიანებს სთავაზობს, იპოვონ საკუთარ ცხოვრებაში ბალანსი და თავი არ გადაიტვირთონ, როცა 40 წელს სცდებიან. მას მიაჩნია, რომ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე ამას გადამწყვეტი გავლენა აქვს.

გახსოვდეთ, რომ ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ცხოვრებაში გადამწყვეტი რამ არ არის. არავის სურს, საკუთარ ცხოვრებას გადახედოს, რათა ახსოვდეს, რომ მთელ დროს სამსახურში ატარებდა. არსებობს გაცილებით მნიშვნელოვანი აქტივობები, მაგ: დროის გატარება მეგობრებთან და ოჯახთან. სამსახურს ზედმეტად სერიოზულად ნუ მიუდგებით და გამონახეთ დრო, რომ ლამაზი მოგონებები შექმნათ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS