13 აპრილი, 2018
ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომლებიც ჭეშმარიტ ბედნიერებას 2018 წელს იპოვიან
მოცემულ სტატიაში გამოვყოფთ ზოდიაქოს 6 ნიშანს, რომლებიც 2018 წელს ბედნიერებასა და კმაყოფილების განცდას მოიპოვებენ.

1. ქალწული

გასული წელი სავსე იყო დაძაბულობით. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ გააცნობიერებთ, როგორ მოქმედებს თქვენი განწყობა და ურთიერთობა საერთო ბედნიერებაზე, კეთილდღეობაზე, ეფექტურობასა და სტაბილურობაზე. ახლა კი მოულოდნელად გაიაზრებთ, რომ დაკარგული ხართ და სასწრაფოდ თქვენი პიროვნების გამოკვეთა გესაჭიროებათ.

ბევრ კითხვაზე იპოვით პასუხს და ნეგატივისგან განთავისუფლდებით. ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი ადგილების მონახულება, ყველაზე თამამი იდეების განხორციელება - თქვენ ამას იმსახურებთ.

2. კირჩხიბი
კეთილი ადამიანი
ხართ, გაგებითა და თანაგრძნობით სავსე - ეს 2017 წელს უკვე დაამტკიცეთ. ახლა კი საკუთარ თავში ძლიერ, ლიდერულ თვისებებსა და საგნების მართვის უნარს აღმოაჩენთ. უფრო ორგანიზებული გახდებით და სტაბილურობას იგრძნობთ.

3. კურო
2017 წელი მღელვარე გამოდგა თქვენთვის, თუმცა, 2018-ში ყველაფერს წესრიგში მოიყვანთ და ყველა იმედგაცრუებაზე მაღლა დადგებით. ფარული ნეგატივი გაქრება. მეტად პასუხისმგებლიანი და მობილიზებული გახდებით, საკუთარ ემოციებს ცხოვრების დანგრევის უფლებას არ მისცემთ.

4. ტყუპი

გასული წელიწადი ამ ნიშნისთვის ძალიან კარგი იყო და მომდევნო კიდევ უფრო უკეთესი იქნება. პირადი წარმატება თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე მოახდენს გავლენას. წარმატებები გექნებათ პირად ცხოვრებაშიც. ადამინებმა შესაძლოა, თქვენით ისარგებლონ და იდეალური ბალანსის დანგრევას შეეცადონ, ამიტომ უარყოფით ადამიანებს უნდა მოერიდოთ.

5. მშვილდოსანი
გრძნობთ, რომ გამუდმებით გარდამავალ მდგომარეობაში იმყოფებით, და 2018 წელი ცრუ შეგონებით დაიწყეთ, რომ არ შეგიძლიათ დაწყება - საუბარი აღარ არის რაიმეს დამთავრებაზე. თუმცა, ეს სწორი არ არის. 2018 წელს, როგორც იქნა, იპოვით საკუთარ ადგილს. ეს შეიძლება იყოს ახალი სამსახური ან ახალი ადამიანი.

6. სასწორი
გასული წელი სინამდვილეში არც ისეთი საშინელი იყო, მაგრამ სირთულეებს ებრძოდით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გიხდებოდათ. ახლა კი დადგა დრო, წარმატება იზეიმოთ. ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მტკიცე კავშირებს დაამყარებთ და ბევრ სოციალურ წრეში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გახდებით.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS