ეს დასკვნა ამერიკელმა სოციოლოგმა, ნიკოლას ვულფინგერმა კვლევის შედეგად მიიღო.
1. პარტნიორების ფსიქოლოგიური ზრდასრულობა
ადამიანები 28-32 წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებულები არიან, თუ რამდენად შეძლებენ პარტნიორთან ერთად ცხოვრებას, განსხვავებით ახალგაზრდებისგან, რომელთაც ჰორმონების მოზღვავება აბრმავებთ.
2. "შუალედური გაჩერების" სინდრომი
30 წლის ასაკში, როგორც წესი, ადამიანებს შემდგარი კარიერა აქვთ და ფინანსურად მეტ-ნაკლებად მყარად არიან, რაც მათ პარტნიორის
თუმცა, ეს მხოლოდ შუალედური გაჩერებაა, 40-45 წლის ასაკში ბევრი მიღწეულს გადააფასებს და ხანდახან ყველაფერს ცვლიან. მათ შორის - ცხოვრების თანამგზავრსაც.
3. ქალებში "ბიოლოგიური საათი" ირთვება
30 წლის ლამაზმანები პარტნიორის უფრო მკაცრად შეფასებას იწყებენ. პირველ რიგში, ის უნდა იყოს კარგი მამა. ისინი გარანტირებული ოჯახის შექმნას ისახავენ.
4. ჩვევები და ცხოვრების წესი ჯერ კიდევ არ "დაჟანგულა"
30 წლისთვის პარტნიორები მზად არიან კომპრომისის მოძებნისა და საერთო გადაწყვეტილების მიღებისთვის. მათ შეუძლიათ, ცხოვრების წესი და ჩვევები შეცვალონ, თუ ამას ქორწინებაში ცხოვრება მოითხოვს.
5. ქორწინება 30 წლის ასაკში - ეს გაცილებით გააზრებული გადაწყვეტილებაა
20 წლის ასაკში გადაწყვეტილებებს ხშირად ადამიანის ნაცვლად ჰორმონების მოზღვავება იღებს. 40 წლის ასაკში ქორწინება კი მტკიცე მხარზე დაყრდნობისა და ცხოვრებისეული პრობლემების ერთად გადალახვაა. 30 წლის ასაკში ახალგაზრდები წარმატებულები და ჯანმრთელები ქმნიან ოჯახს, რადგან მასში ცხოვრების განვითარების რეალურ ეტაპს ხედავენ.
ამერიკელი სოციოლოგები ახალგაზრდებს 20-28 წლამდე ურჩევენ მიიღონ განათლება და მოიწყონ კარიერა, ოჯახი კი მხოლოდ ამის შემდეგ შექმნან. ასეთ შემთხვევაში, განქორწინების შემდეგაც ფეხზე მარტივად დადგებიან.
ანა გარელი