მარწყვის 70%-ში, რომელიც მკველვრებთან მოხვდა, ჯანმრთელობისთვის საშიში რაოდენობის პესტიციდები აღმოჩნდა.
ერთ-ერთ ნიმუშში 20 ქიმიკატი აღმოაჩინეს, რომელიც მავნებლების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
"ბინძურ ჩამონათვალში" მეორე ადგილი ისპანახს უჭირავს, მესამე - ნექტარინები, შემდეგ ვაშლი, ყურძენი, ატამი, ალუბალი, მსხალი, პომიდორი, ნიახური, კარტოფილი და ტკბილი წიწაკა. ყველა ამ პროდუქტში პესტიციდების რაოდენობა ნორმას აჭარბებდა.
მეცამეტე ადგილს იკავებს წითელი წიწაკა. ის
ქიმიკატების განეიტრალებისთვის მომხმარებელმა პროდუქტი უნდა მიიღოს შემწვარ ან გამომცხვარ მდგომარეობაში.
განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან ბავშვები, რომლებიც პესტიციდების მიმართ მოზრდილებზე უფრო მეტი მგრძნობელობით გამოირჩევიან.
კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებში პესტიციდებს შეუძლია ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების გამოწვევა - ნევროლოგიური და ქცევითი დარღვევები, თანდაყოლილი დეფექტები, ასთმა და სიმსივნეც კი.
არასეზონური ხილისა და ბოსტნეულის მიღება რეკომენდებული არც ფეხმძიმეებისთვისაა.
როგორც ცნობილია, ნებისმიერი პროდუქტი გამდინარე წყლით უნდა გარეცხოთ. ამ შემთხვევაში პროდუქტი წყლის ქვეშ არანაკლებ 30 წამისა უნდა გააჩეროთ.
პესტიციდებისგან პროდუქტის კიდევ უფრო ეფექტურად გაწმენდა სოდიანი წყლის ნაყენით გარეცხვაა.
პესტიციდები პოტენციურ ტოქსიკურ ნივთიერებად მიიჩნევა და გავლენას ახდენს ადამიანის რეპროდუქციულ, იმუნურ და ნერვულ სისტემაზე.
ყურადღება გამოიჩინეთ პროდუქტის შერჩევისას. აუცილებლად გარეცხეთ მიღებამდე და ეცადეთ, მხოლოდ სეზონური ხილი და ბოსტნეული შეიძინოთ.
ანა გარელი