06 აპრილი, 2018
Sakartvelo - ლიტვა გახდება მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას უწოდებს
ლიტვის რესპუბლიკის ენის სახელმწიფო კომისია განაგრძობს ლიტვურ ენაში საქართველოს აუთენტური დასახელების შესაძლო დამკვიდრების საკითხის განხილვას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 5 აპრილს კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, რომ ლიტვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდეს საქართველოს აუთენტურ დასახელებაზე (Sakartvelo) დამყარებული სახელწოდება, საქართველოს ამჟამად არსებულ დასახელებასთან (Gruzija) ერთად.

„კომისია განაგრძობს მსჯელობას სახელწოდების დაზუსტებულ ფორმულირებასთან დაკავშირებით და მოგვიანებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება, სიტყვა Sakartvelo-ს ლიტვური ენის ლინგვისტურ თავისებურებებთან მორგების თაობაზე. ამ ნაბიჯით, ლიტვა გახდება მსოფლიოში პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს უწოდებს ქართულ ენაში დამკვიდრებულ
სახელწოდებას". 

განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS