05 აპრილი, 2018
"აღარ არიან, აღარ იქნებიან, მორჩა, გენოციდია” - რას წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე ტყიბულის ტრაგედიაზე
მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმიანება.


ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ დაღუპულთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ეს ყველაფერი გენოციდს ჰგავს.


“ჩვეულებრივ ზღაპარში ვცხოვრობთ.. მაღაროს გველეშაპით, რომელიც პერიოდულად ახალ-ახალ სიცოცხლეებს თქვლეფს, ჩვენც ვეგუებით.. რიცხვი უკვე იმდენად დიდია, ეს აღარც შრომის უსაფრთხოების დარღვევაში ჯდება, არც სისხლის სამართალში, არც არაფერში. გენოციდია. ჩვეულებრივი გენოციდია. იხოცება იქ ხალხი. იხოცება. ყოველდღე იხოცება ამისდედა***. იხოცება! კვდებიან.. აღარ არიან, აღარ იქნებიან, მორჩა”, – წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS