04 აპრილი, 2018
109 წლის ქალი აცხადებს, რომ მისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმო მარტივია - „არავითარი მამაკაცები“

 

ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ ჯესი გალანი, რომელმაც 109 წელი იცოცხლა, მთელ შოტლანდიაში უხუცეს ადამიანად მიიჩნეოდა. ერთ-ერთ ინტერვიუში მოხუცმა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო გათქვა - ეს საიდუმლო კი საოცრად მარტივი და სახალისოა.

ქალებს, რომლებიც ხანგრძლივ და ჯანსაღ სიცოცხლეზე ოცნებობენ, ჯესი გალანი ურჩევს, მიირთვან ყოველდღე შვრია და მთავარი - მამაკაცებისგან თავი შორს დაიჭირონ.

„მათგან მხოლოდ მეტი ზიანი მიიღება, ვიდრე სარგებელი“, - განმარტა გალანმა.

109 წლის ქალბატონი საკუთარი ცხოვრებ
ის მანძილზე პრაქტიკულად არავისზე ყოფილა დამოკიდებული. პატარა ასაკიდან ის თავდაუზოგავად შრომობდა. მშობლების სახლი ჯესიმ 13 წლის ასაკში დატოვა, მას შემდეგ მარტო ცხოვრობდა და თავსაც თავად ირჩენდა. ის ხანდაზმულ ასაკამდე მუშაობდა და დაქორწინებული ერთხელაც არ ყოფილა.

„მე თავდაუზოგავად ვშრომობდი და შვებულებას იშვიათად ვიღებდი“, - განაცხადა გალანმა Daily Mail-თან ინტერვიუში, სადაც 100 წლამდე და მას შემდეგ განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა.

„ის უბრალოდ შეუდარებელია“, - ასე დაახასიათა მოხუცთა თავშესაფრის ერთ-ერთმა ექთანმა ჯესი.

სამწუხაროდ, ამ ინტერვიუს შემდეგ მალევე, 109 წლის ასაკში ჯესი გალანი გარდაიცვალა.

ანა გარელი

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Xx
Mshoblebi kolia,sainteresoa dedamissaw rom mase efikra ramden wels iwowxlebda....aseti absurdebi ramosawonia
08:52 / 05-04-2018
გამოხმაურება / 0 /
დავით
ეტყობა კაცს გადაეყარა :)
15:16 / 04-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS