03 აპრილი, 2018
თუ უძილობა გაწუხებთ, ღამით დალიეთ 3 ინგრედიენტისგან შემდგარი ეს ჯადოსნური საშუალება
სამწუხაროდ, უძილობა ძალიან გავრცელებული პრობლემაა და მილიონობით ადამიანი მთელი ძალით ცდილობს, საკუთარი სხეული და გონება მოასვენოს.

ძილი სხეულისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ მისი უკმარისობა შესაძლოა, ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის მიზეზი გახდეს.
Rating
ვიდრე დასაძინებელ ან სხვა პრეპარატებს მიიღებდეთ, რომლებსაც სერიოზული გვერდითი მოვლენები ახლავთ, პრობლემის გადაჭრა თავდაპირველად ბუნებრივი საშუალებით უნდა სცადოთ.

ჩვენ გთავაზობთ ბუნებრივ მკურნალს, რომელიც სწრაფად დაძინებასა და კარგი განწყობით გაღვიძებაში დაგეხმარებათ. ის ძალიან სასარგებლო ინგრედიენტებს შეიცავს.

წამლის რეცეპტი

შემადგენლობა:

- 1 ჩ.კ. ორგანული თაფლი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
- 230 მლ
რძე

აი, რა უნდა გააკეთოთ

ჩაასხით რძე ქვაბში და შეათბეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ თაფლი და დარიჩინი, კარგად აურიეთ. დალიეთ ეს წამალი დაძინებამდე ერთი საათით ადრე.

დარიჩინი სხეულს მშვიდი ძილისთვის შეამზადებს. ასევე, გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და სისხლში გლუკოზის შემცველობას დაარეგულირებს, რაც ღამით გამოღვიძებას აგარიდებთ.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS