1203 წელს მუსლიმანთა დიდი კოალიცია საქართველოს გასანადგურებლად დაიძრა. თამარი მაღლობზე ავიდა. მთელი მხედრობა გამოჩნდა. მუხლებზე დავარდნილი დედოფალი ლოცულობდა, მიწას ცრემლებით ალბობდა. მან ერისთავებს უბრძანა, წმინდა ჯვარს მთხვეოდნენ.
ერისთავები ჯვარსა და თამარს ემთხვივნენ. შემდეგ ჯვარი თვითონ თამარმა აიღო, მხედრებს სამჯერ გარდასახა და დალოცა. ქართველები ბასიანისკენ დაიძრნენ... თამარმა სამცხეს მიაშურა და ოძრხეში განაგრძო ლოცვა. კეთილი ამბის მაცნეს აქ ელოდა...
1184-1213 წლებში, თამარის მეფობის პერიოდში საქართველოში ოქროს ხანა
2018 წელს მადლიერმა ქართველებმა "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი" წმინდა თამარი პრეზერვატივზე გამოსახეს.
ისტორია აქ სრულდება.
დღეს თამარის დროშის ნაცვლად თამარის პრეზერვატივებს შლიან. ახალი თაობა თამარის ღვაწლს სხვაგვარად დაინახავს და სხვა "ძლევაი საკვირველზე" ისაუბრებს. როცა ბეთანიის ეკლესიაში ნაცნობ პორტრეტს წააწყდება, ეჭვი მეპარება, მის მიმართ მოწიწებით განიმსჭვალოს და თუ ისტორიაში თამარის ჯვრის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაევალება, პედაგოგს აღარც ის უნდა გაუკვირდეს, მოსწავლე თუ პრეზერვატივის აღწერას ჩაურაკრაკებს.
განაგრძეთ კითხვა: