02 აპრილი, 2018
ვნების კვირა დაიწყო: რა შეიძლება და რა არ შეიძლება ამ დღეებში
დიდი მარხვის მკაცრ მარხვად ვნების ხუთშაბათი დღე ითვლება.

წელს ვნების კვირა 2 აპრილიდან 7 აპრილამდე გაგრძელდება. 8 აპრილს კი მთავარი საეკლესიო დღესასწაული, აღდგომა აღინიშნება.
ვნების კვირეულის მთავარი აკრძალვები

დიდი ორშაბათი - 2 აპრილი

ამ დღეს ყველა სახლის საქმე უნდა დაასრულოთ - შეღებოთ, შეარემონტოთ, დაალაგოთ.

დიდი სამშაბათი - 3 აპრილი

ამ დღეს მიღებულია დაასრულოთ რეცხვა, დაუთოება, ტანსაცმლის შეკეთება.

დიდი ოთხშაბათი - 4 აპრილი

ამ დღეს სახლიდან გაჰქონდათ ბოლო ნაგავი, ამზადებდნენ კვერცხს და ყველაფერს, რაც მისი შეღებისთვისაა
საჭირო.

დიდი ხუთშაბათი - 5 აპრილი

ამ დღეს უნდა იბანაოთ მზის ამოსვლამდე. მიიჩნევა, რომ დიდ ხუთშაბათს წყალს სამკურნალო თვისებები აქვს. ხუთშაბათს ასევე აცხობენ პასკას. დიდ ხუთშაბათს ტაძარში ანთებენ სანთელს, რომელიც უნდა შეინახოთ და სახლში მიიტანოთ - ეს სანთელი თქვენს სახლს წლის განმავლობაში ხანძრისგან დაიცავს.

წითელი პარასკევი - 6 აპრილი

2018 წლის წითელ პარასკევს სახლში არაფერი არ უნდა გააკეთოთ, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ და არ მოუსმინოთ მუსიკას. იესო ქრისტეს ტანჯვის სახსოვრად იკრძალება საჭმლის მირთმევა.

დიდი შაბათი

დიასახლისებისთვის ყველაზე მძიმე დღედ მიიჩნევა - ამ დღეს ამზადებენ ყველაფერს სააღდგომო სუფრისთვის. ასევე გრძელდება კვერცხის შეღებვა.

დიდი კვირა - აღდგომა

მარხვის დასრულების შემდეგ, როცა სული და სხეული მზადაა გადარჩენის სიხარული მიიღოს, დგება დიდი კვირა - აღდგომის დღე.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS