მისი კვლევის თანახმად, იესო ქრისტე მაღალი ადამიანი იყო - მისი სიმაღლე თითქმის 180 სმ-ს შეადგენდა მაშინ, როცა იმ დროისთვის ადამიანის საშუალო სიმაღლე 155 სმ. იყო.

ფანტი განმარტავს, რომ 3D გამოსახულება ბევრი ჭრილობის დათვალიერების საშუალებას იძლევა.
"მე დარტყმის შედეგად მიღებული 370 ჭრილობა დავითვალე, თეძოს ძვლების გამოკლებით, რომლებიც სხეულზე ნამდვილად იყო, თუმცა, სუდარაზე არ ჩანს, რადგან ის სხეულს მხოლოდ წინ და
გარდა ამისა, სამგანზომილებიანმა ტექნოლოგიამ აღმოაჩინა, რომ სუდარაში გახვეული ადამიანი სიკვდილის დროს მარჯვნივ იყო ჩაზნექილი, მისი მარჯვენა მხარი იმდენად იყო ამოგდებული, რომ ნერვებს აზიანებდა".

ტურინული სუდარის გარშემო დავა დიდი ხანია მიმდინარეობს. კათოლიკური ეკლესია ირწმუნება, რომ ეს დასამარხი სუდარაა, რომელშიც ჯვარცმის შემდგომ იესო ქრისტეს სხეული იყო გახვეული.
2013 წელს ფანტი იტალიელი ჟურნალისტის, სავერიო გაეტის წიგნის თანაავტორი გახდა. აღნიშნული წიგნი სუდარის დოკუმენტურ გამოძიებას მიეძღვნა და მის ჭეშმარიტებას ამტკიცებდა.
ანა გარელი