02 აპრილი, 2018
წითელი ძაფი იერუსალიმიდან - ანუ ერთი დიდი სატანური სიცრუე!
ბერი იერონიმე გვესაუბრება წითელი ძაფის შესახებ, რომლის ტარებაც ასე მოდური გახდა ჩვენს საზოგადოებაში და რომელიც უმეცარ ადამიანებს მატერიალური კეთილდღეობისა და წარმატების წყაროდ მიაჩნიათ:

ყურადღებით წაიკითხეთ და გააზიარეთ ყველამ!
ძალიან ვწუხვარ, რომ ეს წარმართული, დემონური ძალები, ახალი ხერხებით ცდილობენ ადამიანების მოტყუებას და ქრისტიანული აზროვნების დეგრადირებას!

ეს არის წითელი ძაფი იერუსალიმიდან - ანუ ერთი დიდი სატანური სიცრუე!
"მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობიდან; დავიწყებული გაქვს ჩემი რჯული და
მეც დავივიწყებ შენს შვილებს" (ძვ. აღთქმა. წინასწარმეტყველი ოსია 4:6).

უეჭველად, მრავალს გასჩენია კითხვა, ამ ბოლო დროს რატომ ატარებს ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის ძალზედ ცნობილი პიროვნებაც მარჯვენა ან მარცხენა მაჯაზე შემოხვეულ წითელ ძაფს? ხშირად მას შემოხვევენ პატარებსაც. რა არის ეს - აქსესუარი, დამცავი საშუალება თუ უბრალოდ წითელი ბრასლეტების მოყვარულთა საზოგადოება? ყოველივეს მიზეზი გახლავთ რელიგიური სწავლება, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა ჰპოვა დასავლეთში და თანდათანობით იპყრობს პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებსაც. ამ სწავლებას ეწოდება - კაბალა.

რა არის კაბალა?

კაბალა - ეს არის ეზოთერული თეოსოფიური სწავლება, რომელიც თავისი ფესვებით მიდის იუდაიზმისკენ და თანდათანობით გადაგვარდა ოკულტურ და მაგიურ რიტუალთა პრაქტიკად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს "დახმარება", რომელსაც მისი მიმდევრები იღებენ, დემონური ხასიათისაა. და აქ იბადება სერიოზული კითხვა: გვჭირდება კი ასეთი დახმარება?

კაბალა (ივრითზე ნიშნავს "მიღებას, გადმოცემას") - ეს გახლავთ ეზოთერული სწავლება იუდაიზმში, რომელიც პრეტენზიას აცხადებს თორაში მოცემული საღმრთო გამოცხადების საიდუმლოს ცოდნაზე.

წითელი ძაფი უწყინარი აქსესუარი როდია. ეს არის ე. წ. "დამცავი" საშუალება, თუ გნებავთ - ამულეტი, თილისმა, რომელიც თავისი წარმომავლობით კაბალას უკავშირდება და ადამიანს ვითომცდა "გათვალვისა" და "წახდენისგან" იცავს. სხვადასხვა ეზოთერული საიტების რჩევით, ის ჩამოტანილ უნდა იქნას იერუსალიმიდან (მხოლოდ იქ არის სპეციალური ადგილები, რომლებიც ამ ძაფს განსაკუთრებულ ძალას ანიჭებენ) და მომზადებულია სპეციალური კაბალისტური ლოცვების თანხლებით. წითელი ძაფი განსაკუთრებული წესით უნდა იქნას შემოხვეული: მას უნდა კრავდეს ადამიანი, რომელთანაც ურთიერთსიყვარული გაგაჩნია და რომელსაც სრულიად ენდობი, - ჩვეულებისამებრ, ესენი არიან მშობლები, ბებიები, ბაბუები და სხვა ახლობელი ადამიანები. მოკლედ, ეს უნდა იყოს "კარგი, დადებითი ენერგეტიკის" მქონე პიროვნება. სხვათა შორის, ერთ-ერთი ეზოთერული საიტი რეკომენდაციას იძლევა, ძაფი შემოხვეულ იქნას მღვდლის ან მონაზვნის მიერ, რადგან ისინი, როგორც წესი, "კარგი აურის" მქონე ადამიანები არიან.


განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS