ამის შესახებ წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) საუბრობს:
- ბზა მხოლოდ ეკლესიაში უნდა შევიძინოთ?
- ზოგიერთი უფასოდ არიგებს, უმჯობესია სახლიდან მიტანილი და მოვლილი.
- ვინც ტაძრის გარეთ ყიდულობს, ეს არ არის მისაღები?
- შეიძლება იყიდოს,
- თუ ბზას შინ ვახარებთ ქოთანში ან ეზოში, ბზობას როგორ მოვიქცეთ?
- ყოველ წელს მივიტანოთ და ვაკურთხებინოთ, ნიშნად იმისა, რომ განგვიახლდეს ბზობის მადლი. ისე ყველა სახლში შეიძლება დარგული იყოს, მაგრამ ის დანიშნულება არა აქვს, რასაც კურთხევის შემდეგ იძენს.
- თუკი სახლში მიტანილ ნაკურთხ ბზას რტოები მოტყდა და ფოთლები ჩამოცვიცდა, ეს ცოდვად ითვლება?
- განგებ რაც არ კეთდება და მოუფრთხილებლობით, ცოდვაში არ გვეთვლება.
- ვისაც სახლში ძველი, გამხმარი ბზა აქვს, იმას რა გზა უნდა მიუჩინონ?
- სუფთა ადგილას დაწვან ან დამარხონ.
განაგრძეთ კითხვა: