30 მარტი, 2018
კემეროვის ტრაგედიის კიდევ ერთი ქართველი გმირი, რომელმაც ცეცხლმოკიდებული შენობიდან ცხოველები გადაარჩინა, თავად კი გარდაიცვალა
კემეროვში მომხდარ ტრაგედიას არა ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი უმეტესობა ბავშვია. გარდაცვლილებისა და დაკარგულების შესახებ, ზუსტი ინფორმაცია ამ დრომდე არ არის ცნობილი.

ტრაგედიას ქართველი მასწავლებელი, ტატიანა დარსალია შეეწირა. ის ცეცხლმოკიდებულ სავაჭრო ცენტრში ბავშვების გადასარჩენად შევიდა და უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო. ტატიანას გმირობაზე დღეს მთელი რუსეთი და საქართველო ლაპარაკობს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია კემეროვის ტრაგედიის კიდევ ერთი ქართველი გმირის შესახებ.

გავრცელებული ინფორმაციით, არსენ თოკენაძე იმ ეგზოტიკური ცხოველების ზოოპარკში მუშაობდა, რომელიც სავაჭრო ცენტრში იყო გახსნილი. თოკენაძემ სიკვდილს
30 ცხოველი გადაარჩინა და ის კვამლით გაიგუდა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS