30 მარტი, 2018
"სამსახურიდან, სადაც 4.500 ლარი ხელფასი მქონდა, გამათავისუფლეს"
პრინციპული, მებრძოლი ხასიათის განო მელითაური ამ ცოტა ხნის წინ, უსამართლობის მსხვერპლი გახდა. დაუმსახურებელი შეურაცხყოფა არ მოუთმენია: რაკი შეურაცხმყოფლებისგან ინციდენტის ადგილზევე ბოდიში ვერ მიიღო, სხვა გზა აირჩია და მიზანს მაინც მიაღწია...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალ "გზაში" დაიბეჭდა:

"მძღოლიც და მისი თანმხლებიც ავტომობილიდან გადმომიხტნენ, საშინელი სიტყვები მითხრეს. ნომრის ჩაწერა მოვასწარი... სავაჭრო ცენტრის დაცვის პოლიციასთან მივედი, რომელმაც მხრები აიჩეჩა - ჩვენ არაფერი შეგვიძლია, პატრულს დაურეკეთო. გარეთ ბიჭები იდგნენ, რომლებიც იცინოდნენ და უყურებდნენ, ბოლო რეგ
ისტრში, "მეცოსოპრანოთი" როგორ იგინებოდა ის ბიჭი... გარშემომყოფთა რეაქცია ნულის ტოლი იყო! ბიჭები, ვინც შეურაცხყოფა მომაყენეს, ფოიეში მეორედაც შემხვდნენ... ასეთი შემთხვევების დროს, გარშემო მყოფთა რეაგირება ნულის ტოლია. რაკი უზრდელ ადამიანებს გასდით, ჩემი შეურაცხყოფა ზუსტად ამიტომ გაბედეს..."

"ერთხელ ავტომობილით, 3 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, კუს ტბის ასახვევთან მივდიოდი და ვიღაც "ვერზილა" კაცმა (გოგოსთან ერთად იყო) მანქანა გამკრა და დამაბზრიალა. არც გაუჩერებია, ამბავიც არ უკითხავს. ისე გავმწარდი, რომ გავეკიდე. დამემალა, ჩიხებში იძრომიალა, რომ ვერ მეპოვა. მაინც ვიპოვე, გადმოვიყვანე, ბოდიშიც მოვახდევინე და მანქანაც გავაკეთებინე. საერთოდ, არავისი მეშინია..."

"30 წელი ისე ვიცხოვრე, უსამართლობაზე თვალი არასოდეს დამიხუჭავს. ერთი სამსახურიდან, სადაც 4.500 ლარი ხელფასი მქონდა, იმიტომ წამოვედი, რომ ჩემი მიყვანილების გამოყრას მთხოვდნენ, ამაში კი ბონუსებს მთავაზობდნენ..." 


ვრცლად წაიკითხეთ ჟურნალ "გზაში"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ბაია
.გმირობა არ გინდა რა. ძალიან სამწუხაროა შენი მდგომარეობა, მაგრამ საქართველოში ათასობით ქვრივი ქალი ზრდის ბავშვებს უმამოდ, და არც მანქანა ჰყავთ და არ 4000 ლარიანი კი არა 400 ლარიანი სამსახურიც არა აქვთ,, ნუ გმირობ, უსამართლობა არც ისე და არც ასე არ უნდა შეარჩინო არავის,
18:46 / 31-03-2018
გამოხმაურება / 0 /
ნონა
რა გეტყობა 4000 ლარი რო გონდა მჭადის მათხოვარს გავხარ
20:56 / 30-03-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS