ქართველ მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს ფილმი " შერეკილები", სადაც მთავარ როლს მსახიობი არიადნა შენგელაია ასრულებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფილმში ერთადერთი ქალი პერსონაჟი სწორედ არიადნა შენგელაიას გმირი - მარგალიტა ამყოლაძეა. დღეს არიადნა შენგელაია 81 წლისაა და ასე გამოიყურება
სანამ შერეკილებში გადაიღებდნენ, მას უკვე უამრავი როლი ჰქონდა შესრულებული საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ საბჭოთა მსახიობად ითვლებოდა.
არიადნა შენგელაია 1937 წელს ტაშკენტში დაიბადა. მამამისი წარმოშობით
გახლდათ გერმანელი რუსი, რომელსაც გერმანული წარმომავლობის გამო, საფრთხე ემუქრებოდა, რის გამოც მათი ოჯახი
ტაშკენტში გადასახლდა. სწორედ მაშინ დაიბადა არიადნა. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ტაშკენტიდან მოსკოვში დაბრუნდნენ.
დაათვალიერეთ ფოტოები: