28 მარტი, 2018
როგორ შევარჩიოთ დივანი და როგორ მივიღოთ სესხები მის შესაძენად?
სესხები ისეთი მსხვილი დანახარჯისათვის, როგორიც არის კარგი დივანი და სხვა საოჯახო ავეჯი, შეგიძლიათ მიიღოთ მიკრო საფინანსო ორგანიზაცია 4finance -ს ბრენდისგან kimbi.ge

როგორ მივიღო სესხები Kimbi -ში?

Kimbi -ში სესხების მისაღებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.kimbi.ge, გაიაროთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია და მოითხოვოთ თქვენთვის სასურველი თანხა.
კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში, ფულს მომენტალურად მიიღებთ პირად საბანკო ანგარიშზე.

რა თანხის სესხება შემიძლია Kimbi -ში?

Kimbi-ში გაიცემა 500 -დან 3 ათას ლარამდე ოდენობის სწრაფი სამომხმარებლო სესხები 3-დან 24 თვემდე ვადით.
სესხის დაფარვის
დროს, საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით ირჩევს თავად კლიენტი.

რა მიზნით შემიძლია Kimbi -ს სესხის აღება?
Kimbi -ს სესხის აღება შეგიძლიათ ისეთი მიზნების მიღწევისთვის, როგორებიცაა:
• მცირე ბიზნეს იდეის განხორციელება;
• განათლება;
• სატრანსპორტო საშუალების შეძენა -შეკეთება;
• დღესასწაულის აღნიშვნა;
• ჯანდაცვის ხარჯების დაფარვა;
• ავეჯის განახლება.

ამ სტატიაში, სწორედ ჩამოთვლილი მიზნებიდან ერთ -ერთის, ავეჯის განახლების შესახებ ვისაუბრებთ.
უფრო კონკრეტულად კი განვიხილავთ დივნის შეძენამდე გასათვალისწინებელ რჩევებს.

რჩევა N1 - თქვენი დივანი უნდა შეესაბამებოდეს თქვენი ცხოვრების სტილს;

გაიხსენეთ, როდის ატარებთ დივანზე ყველაზე მეტ დროს, ტელევიზორის ყურებისას, კომპიუტერთან მუშაობისას, წიგნის კითხვისას თუ ოჯახის წევრებთან ან სტუმრებთან დიალოგისას და შეარჩიეთ ის დივანი, რომელიც უფრო კომფორტული იქნება თქვენი ყველაზე ხშირი მდგომარეობისთვის.

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ სახლში ხშირად გყავთ სტუმრები, დივანი ბევრ ხალხს უნდა იტევდეს, ხოლო თუ სტუმრები ღამის თევით დარჩენაზეც არ ამბობენ უარს, მაშინ გასაშლელი დივანი დაგჭირდებათ.

რჩევა N2 - დივანი უნდა უზრუნველყოფდესკომფორტს;
დივანი აუცილებლად უნდა იყოს კომფორტული.
წინააღმდეგ შემთხვევაში ის ან დეკორაციის ნაწილი გახდება ან დისკომფორტს შეგიქმნით.

რჩევა N3 -ავეჯი ჰიგიენის ნორმების დაცვას არ უნდა უშლიდეს ხელს;
შეარჩიეთ ისეთი დივანი, რომლის გარეცხვაც მარტივია.

კარგი ალტერნატივა იქნება დივანი, რომელსაც აქვს ცალ -ცალკე ბალიშები და რომელსაც ჩიხოლი მარტივად სძვრება და შესაბამისად მარტივად ირეცხება.

რჩევა N4 - ზომები;

დივნის შეძენამდე, წინასწარ გაზომეთ ის ადგილი, სადაც მის დადგმას აპირებთ, რათა თავიდან აირიდოთ ისეთი უსიამოვნება როგორიცაა სივიწროვე.

იმ შემთხვევაში თუ დივანზე ძილს აპირებთ, მაშინ გაითვალისწინეთ, საძილე სივრცე უნდა იყოს თქვენს სიმაღლეზე მინიმუმ 5 სანტიმეტრით გრძელი.

და რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ დივანი იყოს გამძლე.


Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS