28 მარტი, 2018
გაატარე აპრილის პირველი weekend ქალაქგარეთ
გარემოს შეცვლისა და განტვირთვისთვის ხშირად დიდი დრო არ გვაქვს, რის გამოც ამ სიამოვნებაზე უარს ვამბობთ.
არადა შესაძლებელია, ქალაქგარეთ გასვლა და განტვირთვა თუნდაც ერთი დღით.


ამისთვის საკუთარი ავტომობილის ან აგარაკის მფლობელობაც კი არ არის საჭირო, რადგან არსებობს ერთ და ორ დღიანი ტურები, რომლებიც გადაადგილებასა და ღამის გასათევ ადგილს დაბალ ფასებში უზრუნველყოფენ.

იმ შემთხვევაში თუ უახლოეს მომავალში ხანგრძლივ დასვენებას არ გეგმავთ და აპრილის თვის საუკეთესო კურორტებზე ვიზიტი თქვენს გეგმებში არ შედის შეგიძლიათ თვის დასაწყისში მისცეთ საკუთარ თავს
მცირე მოგზაურობის უფლება.
აპრილის პირველი უიქენდის დაგეგმვაში კი ეს სტატია დაგეხმარებათ, რადგან ამ კვირის ბოლოს დაგეგმილი ლაშქრობების შესახებ გიამბობთ.

1 აპრილს საქართველოს ფარგლებში ქართული ტურ -ოპერატორები გვთავაზობენ ისეთ ტურებს, როგორებიცაა:
სათავგადასავლო ტური ბირთვისის კანიონზე.

აღნიშნული ტურის ფარგლებში თქვენ შეძლებთ მოინახულოთ: ფარცხისი და ბირთვისები.

მოგზაურობა მოიცავს საშუალო სირთულის გზას, რომლის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლაც ფეხით მოგიწევთ.

ტურის ღირებულებაა მხოლოდ და მხოლოდ 10 ლარია.

თავგადასავლებით დატვირთული ტური ყაზბეგში.

აღნიშნულ ტურს თან ახლავს: გიდი, ანიმატორი, ფოტოგრაფი და ჯენტლმენი, რომელიც გოგონებს დაეხმარება სირთულეების გადალახვაში.

ტური სტარტს აიღებს დილის 8 საათზე თბილისში და საღამოს 9 საათზე თბილისშივე დასრულდება.

მოგზაურობის საფასურია 17 ლარი.

კახური გაზაფხულის ხილვის საშუალება გექნებათ 1 არილს ჯითიჯი ტურთან ერთად.

ულამაზესი ბუნების გარდა, თქვენ მოახერხებთ ისტორიული ძეგლებისა და ადგილების დათვალიერებასაც.

კახური ტურის ღირებულებაა 20 ლარი.

ბზობის დღესასწაული სიონში
„სადმე“ გთავაზობთ ქართლში მდებარე ტაძრების მონახულებას ერთდღიანი ტურის ფარგლებში, რომლის საფასურიც 20 ლარია.
გარდა ამისა, აღნიშნული ლაშქრობის ფარგლებში თქვენ შეძლებთ ატენის ხეობისა და გორის ციხის მონახულებასაც.
ტური დილის 8 საათზე იწყება და საღამოს 9 საათამდე გასტანს.

იმ შემთხვევაში თუ ერთდღიანი ტური გეცოტავებათ და უფრო ხანგრძლივი დასვენება გსურთ, მოგიწევთ ისეთი საკითხების მოგვარება, როგორიცაა:

• თავისუფალი დროის გამონახვა;
• მოგზაურობისთვის საჭირო თანხის მოძიება.
პირველი საკითხის მოგვარების შემდეგ, მეორე საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან არსებობს Vivusge, სადაც გაიცემა სწრაფი სესხები ონლაინ რეჟიმში.

Vivus -ისგან შეგიძლიათ მიიღოთ 100 -დან 1200 ლარამდე ოდენობის ონლაინ კრედიტი 30 დღის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ სესხის დროულად დაფარვას ვერ მოახერხებთ, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სესხის გადავადების სერვისით, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ დაფაროთ ვალი თქვენთვის უფრო კომფორტული გრაფიკით.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS