28 მარტი, 2018
იდეალური ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის
თანამედროვე ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ქორწინებისთვის იდეალური ასაკი არსებობს.

გაეცანით ამ სტატიას, რათა გაიგოთ კონკრეტულად როდისაა უკეთესი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის ქორწინება:

ვერძი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის მეორე ნახევრის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მოსწონთ იფიქრონ, რომ დამოკიდებულები არავისზე არიან. საუკეთესო ვარიანტია, თუ ვერძი 20 წლის ასაკში დაქორწინდება - ის ბედნიერი იქნება.

კურო
კუროსთვის პრიორიტეტი ყოველთვის ოჯახში სტაბილურობა იქნება. ურთიერთობა, ქორწინება და საყვარელი ადამიანი, რომელიც მას სახლში დაელოდება - ეს არის ის, რისკენაც კურო ისწრაფვის. ზოდიაქოს
ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად 25 წლის ასაკში ქორწინდებიან.

ტყუპი
ტყუპი ოცნებობს სიყვარულზე, რომელიც ყველა მის მოლოდინს გადააჭარბებს. ამ ნიშნის წამორმადგენლები მეორე ნახევარს საკმაოდ ადრე შეხვდებიან, მაგრამ მასთან ქორწინებას მხოლოდ 35 წლის ასაკში გადაწყვეტენ.

კირჩხიბი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ცხოვრების მეგზურს იპოვიან და მასზე დაქორწინდებიან 30 წლის ასაკში.

ლომი
მიუხედავად იმისა, რომ ლომი ძალიან მოსიყვარულეა, განსაკუთრებული ადამიანის პოვნისთვის მათ საკმაოდ დიდი დრო სჭირდებათ. ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი 30 წლის დაქორწინდება.

ქალწული
ქალწულებისთვის ოჯახს ცხოვრების დიდი ნაწილი უჭირავთ, ამიტომ ქორწინებისკენ საკმაოდ ადრეულ ასაკში ისწრაფვიან. როგორც წესი ეს 20-25 წლის ასაკში ხდება. ოჯახი ქალწულს დიდ ბედნიერებას მოუტანს.

სასწორი
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ბედნიერები იქნებიან, თუ ადრეულ ასაკში შექმნიან ოჯახს - მაგ: 20 წელი. სასწორები ასტროლოგიის თაყვანისმცემლები არიან და ხშირად აღნიშნავენ, რომ ყველაფერი, რაც მათ ნიშანზე იწერება - მართალია.

მორიელი
მორიელი დამოუკიდებელი რჩება საკმაოდ ზრდასრულ ასაკამდე. თუმცა ის ცნობილია ვნებიანი ნატურით, შესაძლოა გრძნობებს აჰყვეს და საკმაოდ ადრეულ ასაკში იქორწინოს. ამ ნიშნის წარმომადგენელი ან 20 წლის ან 35 წლის შემდეგ შექმნის ოჯახს.

მშვილდოსანი
ნუ ეცდებით მშვილდოსნის შევიწროებას, თუ მასთან ქორწინებაში ყოფნას გადაწყვეტთ, რადგან თავისუფლება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ასაკს, მშვილდოსნისთვის - 30 წელია.

თხის რქა
თხის რქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავის კომფორტულად და მშვიდად იგრძნოს პარტნიორთან, ვიდრე მასზე იქორწინებს. ამ ნიშნის ქვეს დაბადებულისთვის ქორწინებისთვის იდეალური ასაკი 25-დან 30 წლამდეა.

მერწყული
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ენთუზიაზმითა და ენერგიულობით გამოირჩევა. მერწყულებისთვის ადრეულ ასაკში ქორწინება რეკომენდებული არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა, მერწყული ძალიან ხშირად 20 წლის ასაკში ქმნის ოჯახს.

თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სერიოზული ურთიერთობების შეშინება შეუძლიათ, ამიტომ ქორწინებას მხოლოდ მაშინ გადაწყვეტენ, როცა ამისთვის მზად იქნებიან. ძირითადად თევზებში ქორწინება 30 წლის ასაკში ხდება.

ზოდიაქოს ყველა ნიშანი თავის ბედს საჭირო დროს შეხვდება. შესაძლოა საბედისწერო ადამიანს შეხვდეთ, მაგრამ მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია როდის იქორწინოთ ან იქორწინოთ, თუ არა საერთოდ.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS